სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.
სს „ოპპა“ ეძებს გუნდის წევრს კონტენტ სპეციალისტის პოზიციაზე. თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს Paybox - ის პროგრამული უზრუნველყოფისთვის კონტენტის განახლებების მომზადება.
რას გააკეთებ:
• შენ უზრუნველყოფ მოწოდებული ტექნიკური დოკუმენტაციის მიხედვით გადახდის სერვისების აწყობას XML და Json ფაილებში: დოკუმენტაციის მიღებას, დამუშავებას, ტექნიკური დეტალების შეთანხმებას, სერვისების დასამატებლად და ცვლილებებისათვის საჭირო კონტენტის მომზადებას და პროგრამაში ასახვას;
• ცვლილებების საჭირო რგოლებთან შეთანხმებას, ტესტირების შედეგების მიხედვით გასწორებას და დადასტურებას;
• საგადამხდელო არხებში (PayBox სწრაფი გადახდის ტერმინალები) ჩართული სერვისების მონიტორინგს და ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში გასწორების უზრუნველყოფას;
• საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების შესრულებას.
მნიშვნელოვანია / სასურველია გქონდეს:
• უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით (მისაღებია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
• ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• XML და/ან JSON ფაილებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: m.sharashenidze@oppa.ge