საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

TESO TECH Solutions „ოპპას“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც 2018 წელს გამოჩნდა საქართველოს ბაზარზე. (ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანია ოპპა, 2007 წლიდან ფლობს ბრენდს PayBox, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს). TESO TECH Solutions ძირითად საქმიანობას წარმოადგენს თვითმომსახურების სხვადასხვა ტიპის ტერმინალების წარმოება და რეალიზაცია. კომპანიამ პირველად შესთავაზა ქართულ ბაზარს ვალუტის გადაცვლის ელექტრონული ტერმინალი Exchanger. ეს არის ტექნიკური და ციფრული ინოვაცია, რომელიც ვალუტის გადაცვლის პროცესს ამარტივებს.

 

TESO TECH Solitions ეძებს გუნდის წევრს ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე. თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი და კარგად გამოგდის მოლაპარაკებების წარმოება, გამოგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს. პოზიციის მიზანია, კომპანიის საქმიანობის გაფართოვება, ახალი ბაზრების მოძიება, შესწავლა და ათვისება.

 

რისი გაკეთება მოგიწევს:

• კომპანიაში არსებული პროდუქტების დახვეწა (Payment Kiosk, Exchange Kiosk);

• ახალი პროდუქტების მოძიება და ინტეგრაცია ქართულ ბაზარზე;

• სარეალიზაციო არხების მოძიება;

• პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;

• წლიური ბიუჯეტის შედგენაში და მის შესრულებაში მონაწილეობა;

• არსებული ელექტრონული პროდუქტების მართვა და განვითარება.

 

მნიშვნელოვანია:

• მნიშვნელოვანია ფლობდე ინგლისურ ენას;

• თავისუფლად მუშაობდე MS Office პროგრამებში;

• გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;

• თანამშრომელზე და მუდივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;

• კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;

• განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.

 

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: m.sharashenidze@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.