შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.
შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის ტექნიკურ ჯგუფში ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42
განაკვეთი: სრული გრაფიკი: მცოცავი დასვენების დღე : 2 * (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა დისტანციურად მუშაობა)
მოვალეობები:
** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;
** კლიენტის მომსახურეობა კომპეტენციის ფარგლებში;
** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის ინტერნეტ და ტელეფონის სერვისების პირველადი ტექნიკური დახმარება, დიაგნოსტიკა და რეაგირება;
** აბონენტების კონსულტირება კომპანიის სერვისებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე;
** საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;
** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ტექნიკური პროფილით);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო ცოდნა;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო ცოდნა.
** სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** გამართულად მეტყველება;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დარიცხული ანაზღაურება: ფიქსირებული 875 ლარი + ბონუსი; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1062.50 ლარი + ბონუსი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებას!