საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ორიენტ ლოჯიკი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე, პროგრამული უზრუნველყოფისა და ღრუბლოვანი გადაწყვეტილებების ლიგა - CODEVICE - ში.

 

ორიენტ ლოჯიკი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიაა. ჩვენ უკვე 26 წელია, რაც საქართველოს ბაზარზე ვნერგავთ და ვანვითარებთ უახლეს ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, გოძიაშვილის 71

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, ჰიბრუდული, დღეში 8 საათიანი განაკვეთი.

 

ჩვენ გთავაზობთ:

• ჰიბრიდულ გრაფიკს

• მრავალფეროვან პროექტებს

• სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ რეალურ გარემოს

• კვალიფიციური თანამშრომლებით დაკომპლექტებულ, მეგობრული გუნდს

• ჯანმრთელობის დაზღვევას

• საბონუსე სისტემას

 

ძირითადი მოვალეობები:

  • პორტალში შემოსული ხარვეზების განხილვა, კატეგორიზაცია, საჭირეოებისამებრ შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • საკითხის გადაწვეტის პროცესის მონიტორინგი და პარტნიორი ორგანიზაციისთვისთითოეულ ეტაპზე ინფორმაციის გაზიარება;
  • განხორციელებული პროგრამული უზრუნველყოფის პროექტების კონტრაქის პირობებიდან გამომდინარე, მხარდაჭერის პორტალში შესაბამისი კონფიგურაციის განხორციელება და პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრმოლებისთვის წვდომების დაშვება;
  • შესაბამის გუნდებთან და პარტნიორ ორგანიზაციებთან კომუნიკაცია.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე მინიმუმ ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • Jira/GitLab ან მსგავს პორტალთან მუშაობის გამოცდილება;
  • Enterprise ვებ-აპლიკაციების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.

 

პიროვნულული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • თვითგანვითარების უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში ვთხოვთ გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით (18:00 საათამდე). სასურველ პოზიციის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერის სპეციალისტი

 

გმადლობთ დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!