ამონაშვილის აკადემია საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2018 წლიდან და ატარებს სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ სემინარებსა და ტრენინგებს როგორც მშობლებისათვის, ასევე ბავშვებისა და ოჯახებისთვის.
ამონაშვილის აკადემია აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/პრაქტიკანტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
• კლიენტებთან ურთიერთობა და კომუნიკაცია;
• მოზარდების პროგრამების ხელმძღვანელის ასისტირება.
ძირითადი მოთხოვნები:
• ამონაშვილის აკადემიის საქმიანობის ცოდნა;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
• პუნქტუალურობა;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• აქტიური და მოტივირებული;
• დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
• უცხო ენების ფლობა (რუსული, ინგლისური).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 2022 წლის 25 სექტემბრამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@amonashvili.ge. წერილის თემის ველში, გთხვთ მიუთითოთ “ასისტენტი/ პრაქტიკანტი”. პრაქტიკანტის ვაკანსია არ არის ანაზღაურებადი და არის მომდევნო დასაქმების პერსპექტივით.
მადლობა დაინტერესებისათვის.