კატეგორია:
ვაკანსია/სტაჟირება
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი:
26/07/2022 - 15/08/2022
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიაში არსებული რისკების იდენტიფიცირების მეთოდებისა და პროცესების შეფასება და მათი გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- არსებულ რისკებთან მიმართებაში, დანერგილი კონტროლის სისტემების ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება და რეკომენდაციების შემუშავება;
- კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემების ტესტირება სისრულესა და სიზუსტეზე;
- საქართველოს კანონმდებლობის, კომპანიის შიდა დებულებების, პოლიტიკების, პროცედურებისა და სხვა რეგულაციების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
- კომპანიის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეკონომიურობის, პროდუქტიულობისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- განხორციელებული სამუშაოების შესახებ სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების ან აუდიტის განხრით. განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც. სასურველია შიდა ან გარე აუდიტში, ბუღალტერიაში, საფინანსო ან/და ეკონომიკურ სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
- Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა.
- ინგლისური ან/და რუსული ენების ფლობა B2 დონეზე;
- SQL პროგრამირების ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- კომუნიკაბელურობა, დეტალებზე ორიენტირების და დროის მართვის უნარი;
- პუნქტუალურობა, შედეგზე ორიენტაცია, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგზავნეთ რეზიუმე(CV) ელ. ფოსტაზე: Tatiana.tateishvili@aversi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 აგვისტო
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!