საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია Ecovis Georgia პარტნიორი კომპანიისთვის
(ჰოლდინგური კომპანია, ინდუსტია - მშენებლობა) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტერის
პოზიციაზე.
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ECOVIS GEORGIA
ვაკანსიის დაწყება: 08 ივლისი 2022
ვაკანსიის დასრულება: 31 აგვისტო 2022
ძირითად ფუნცია-მოვალეობები:
მთავარი ბუღალტრის ან/და მენეჯერის მითითებების მიხედვით კომპანიის
მიმდინარე საბუღალტრო საქმის დამოუკიდებლად წარმართვა - ოპერაციების
შესრულება ან/და შესრულებულის მონიტორინგი;
საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ოპერაციების აღრიცხვა და
კონტროლი;
ხელფასის დარიცხვის უწყისის მიხედვით შესაბამისი ბუღალტრული
გატარებების შესრულება ან/და მონიტორინგი;
ხარჯების ბუღალტრული აღრიცხვა შესაბამის ანგარიშებზე;
ბანკის ამონაწერის და სალაროს ოპერაციების აღრიცხვა საბუღალტრო
პროგრამაში;
სესხების და საპროცენტო ხარჯების აღრიცხვა;
სავალუტო ოპერაციების აღრიცხვა/მონიტორინგი, სავალუტე ნაშთების სისწორის
უზრუნველყოფა(გადაფასების ოპერაციების შესრულება);
ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (შეძენა, ცვეთის დარიცხვა, რეალიზაცია);
დებიტორული მოთხოვნებისა და კრედიტორული დავალიანებების ნაშთების
სისწორის კონტროლი;
დამკვეთი კომპანიის ყოველთვიური და წლიური დეკლარაციების მომზადება და
შესაბამის ვადებში წარდგენის უზრუნველყოფა;
დამკვეთისთვის წინასწარ შეთანხმებული ანგარიშების, რეპორტების
მომზადების პროცესში ჩართულობა;
დაქვემდებარებული ასისტენტის დეტალური ინსტრუქტაჟი/ტრეინინგი მიცემულ
დავალებაზე და მონიტორინგი მათ მიერ შესრულებულ
დავალებებზე/ოპერაციებზე;
დაქვემდებარებული თანამშრომლ(ებ)ის (ასისტენტ(ებ)ის) მუშაოების შედეგების
განხილვა მენეჯერთან/ხელმძღვანელობასთან ზეპირი ან/და წერილობითი
ფორმით.
მოთხოვნებით:
უმაღლერი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
სავალდებულოა გავლილი ჰქონდეს ACCA-ს მინიმუმ ორი დონე;
სავალდებულოა ინგლისური B2 დონეზე ცოდნა;
სავალდებულოა საოფისე და ბუღალტრული პროგრამების ცოდნა;
მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის/მთავარი ბუღალტერის
პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
კრიტიკული, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
გუნდში მუშაობის უნარი;
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დამატებითი ინფორმაცია:
ვაკანსტური ადგილების რაოდენობა: 1
ანაზღაურება: 5000 ლარი (Net)
სამუშაო ლოკაცია: ქ. ბათუმი (კომპანია უზრუნველყოფს საცხოვრებელი
ფართით)
კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან შერჩევის
შემდეგ ეტაპებს:
წერითი დვალება:
ხანგრძლივობა: 40 -50 წუთი
წერითი დავალების თემა: საბაზისო ცოდნის შემოწმება ბუღალტერიასა და ფინანსებში
გასაუბრება - პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე: career@ecovis.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კომპანიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: www.ecovis.ge