მოდული შემუშავებულია ევროკომისიის tempus IV (TEMPUS-ის გრანტის (სტუდენტთა კარიერული განვითარება საქართველოში - 530566-TEMPUS -1-2012-1-LT-TEMPUS-SMGR (2012-3045/001-0010 პროგრამის „სტუდენტთა კარიერული მომსახურეობის განვითარება საქართველოში“ და ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოში მათი პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული თეორიული მასალი საფუძველზე. პროექტის ფარგლებში შექმნილია სამი სახელმძღვანელო „მართე შენი კარიერა:სტუდენთა სახელმძღვანელო“, „სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის კარიერული განათლების მომსახურეობისათვის“ და „კარიერის მართვის სწავლება:სახელმძღვანელო უმაღლესი სასწავლებლებისთვის“.
კურსის შინაარსი:
I მოდული
1. კარიერის კონცეფცია - თანამედროვე VS ტრადიციული
2. კარიერის განვითარების თანამედროვე მიდგომები
II მოდული
3. თვითშემეცნება - პირადი და საჯარო ცხოვრების ბალანსი კარიერაში
4. კარიერის დაგეგმვა, მართვა და განვითარება
III მოდული
5.შრომის ბაზრის კვლევა. ვაკანსიის ძიების პროცესი
6. CV, სამოტივაციო წერილის შედგენა, მომზადება გასაუბრებისთვის
აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსადმთავრებულებისთვის კარიერული განვითარებისთვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას. კარიერული განვითარების სწორი დაგეგმის სწავლებას.
მოდული ეყრდნობა:
1.სტუდენტების კარიერის მართვის კომპეტენციების ქართულ ჩარჩოს.
2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების საჭიროებების ანალიზს
3. შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების ანალიზს
კარიერის მართვის კურსი განკუთვნილია ყველა სტუდენტისა და კურსდამთავრებულისათვის ვისაც აინტერესებს:
- როგორ არის შესაძლებელი თანამედროვე კარიერული კონცეფციებიდან პირადი სურვილების გათვალისწინებით რომელი უკეთ დაგეხმარება წარმატების მიღწევაში.
- როგორ დაგეგმო პირადი კარიერა თანამედროვე შრომის ბაზრის ცვლილებების გათვალიწინებით.
- რა ფაქტორებს უნდა მიაქციონ ყურადღება შრომის ბაზარზე ვაკანსიის ძიებისას.
- როგორია თანამედროვე შრომის ბაზრის ძირითადი ტენცენციები
- როგორ შეგიძლია შეუთავსო პირადი ცხოვრება კარიერას
- რა უნდა გაითვალისწინო წარმატებული კარიერის დაგეგმისთვის
- როგორ უნდა შეადგინონ CV, სადაც შესაძლებელია მოკლედ მაგრამ ამომწურავად გააცნო დამსაქმებელს შენი შესაძლებლობები
- როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის
ფორმატი:
დისტანციური zoom და moodle პლატფორმის გამოტენებით სინქორნული და ანსინქრონული ელემენრებით.
III მოდული. 6 თემა. ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებები.
ხანგრძლივობა:
9 ნოემბერი -30 ნოემბერი ( 3 კვირა; კვირაში 4 საათი)
თითოეული მოდულის ხანგრძლივობა 4 საათი. (ჯამში კურის ხანგრძლივობა 12 საათი).