საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და მისი სსიპ-ები აცხადებენ სტაჟირების პროგრამებს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
ამასთან დაკავშირებით 3 თებერვალს 12:00 საათზე I კორპუსის 214 აუდიტორიაში, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სადაც სტუდენტები მიიღებენ HR.gov.ge ზე რეგისტრირების პროცედურის შესახებ ინფორმაციას და ასევე შეხვდებიან სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენელს. შეხვედრაზე დასწრების მსურველებს გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/eDeUMEWgbjyMKhZ26
ვაკანსიების დეტალური ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://tsu.ge/ka/student-work/news