16 და 17 სექტემბერს თსუ-მ პირველკურსელთა საორიენტაციო შეხვედრებს უმასპინძლა. შეხვედრების ფარგლებში სტუდენტებმა სხვადასხვა ადმინისტრაციული რგოლის ჩართულობით მიიღეს ინფორმაცია საკუთარი უფლება-მოვალეობების, სტუდენტური და კარიერული სერვისების, საერთო საცხოვრებლის, სტუდენტური პროექტების, სპორტული და კულტურული აქტივობებისა და სტუდენტური თვითმმართველობის შესახებ. სტუდენტების პირველ ნაკადს თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უმასპინძლა, ესაუბრა მათ უნივერსიტეტის ღირებულებებსა და ისტორიულ მნიშვნელობაზე და წარმატებები უსურვა. ამის გარდა სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაეცნოთ უნივერსიტეტის ისტორია, მოენახულებინათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის სივრცეები.