BDO-ს გუნდის ინიციატივითა და თსუ-ს მხარდაჭერით იგეგმება მასტერკლასი თსუ-ს სტუდენტებისთვის აუდიტის მიმართულებით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს BDO-ს ფინანსური აუდიტის გუნდის მრავალწლიანი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და გადაცემას სტუდენტებში. მასტერკლასის შინაარსი დაკავშირებულია ფინანსებთან და აუდიტთან, შესაბამისად მასზე დასწრება შეუძლია ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებს. მასტერკლასი ჩატარდება 29 ნოემბერსა და 1 დეკემბერს, 16:00-18:00 საათებში, თსუ-ის მაღლივ კორპუსში. ვინაიდან რაოდენობა შეზღუდულია მოხდება მიღებული განაცხადების გადარჩევა, რეგისტრაცია გააქტიურდება დღეს, 22 ნოემბერს 19:00 საათზე და დასრულდება 24 ნოემბერს 15:00 საათზე
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/mtFj84REz84KajG99