საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ლიდერატორის 2026 წლის პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

საქართველოს ბანკი აცხადებს ლიდერატორის რიგით მეათე სტუდენტურ პროგრამას!

 

წელს ლიდერატორი საუკეთესო სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის მიღებას აცხადებს 12 პროგრამაზე, რაც ბანკის მასშტაბით 30-მდე სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს.

 

მათ შორისაა: სტარტეგიული ფინანსები და ბიზნეს ეფექტურობა; კორპორაციული და საინვესტიციო ბანკინგი; პრემიუმ ბანკინგი და საბროკერო საქმე;  საოპერაციო რისკები, აუდიტი და შიდა კონტროლი; ოპერაციების ანალიზი და პორტფელური რისკების მართვა; ბიზნესის ანალიტიკა და რეპორტინგი; მომხმარებლებთან ურთიერთობის, გამოცდილებისა და ლოალურობის მართვა; საბანკო სამართალი; მარკეტინგი; ტალანტების მოზიდვა და განვითარება; მონაცემთა მეცნიერება და iOS დეველოპმენტი.

 

ლიდერატორი თქვენი შესაძლებლობაა, იპოვოთ საკუთარ ინტერესებზე და სასწავლო გრაფიკზე მორგებული, ანაზღაურებადი სტუდენტური პროგრამა და მიიღოთ მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება.

 

ლიდერატორის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიღება და განაცხადის გამოგზავნა შეგიძლიათ აქ - Leaderator.ge

 

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 თებერვალი.

თარიღი: 27/01/2026