ქიმიის ლაბორატორიები:
SDSU-GEORGIA ქიმიური ლაბორატორიები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სტუდენტს დღეისათვის შესაძლებლობა აქვს დაეუფლონ ზოგადი, ანალიზური, ორგანული, ფიზიკური ქიმიის და ბიოქიმიის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. შეიძინონ ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება. ზოგადი ქიმიის ლაბორატორიაში პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტი ეუფლება: ნარევის დაყოფის მეთოდებს, კალორიმეტრიას (სწავლობს კალორიმეტრზე მუშაობას – ენტალპია და ენტროპიას), მასისა და სიმკვრივის განსაზღვრას, ტიტრაციას, ჟანგვა-აღდგენას, თვისობრივ ანალიზს. ეუფლება სპეტქტრომეტრის გამოყენებით ხსნარის კონცენტრაციის განსაზღვრის მეთოდებს, PH Meter-ით ხსნარის არის და კონცენტრაციის განსაზღვრას, ქიმიურ კინეტიკას, გაზურ ქრომატოგრაფზე მუშაობას, ეუფლება წყალში ან ნარევში ქლორიდ იონების, კალციუმის, სულფატების, რკინის იონების და ა.შ. განსაზღვრას და რაოდენობის დადგენას. ორგანულ ქიმიაში სტუდენტი სწავლობს სინთეზის მეთოდებს, გამოხდას, გადაკრისტალებას, დაყოფას ქრომატოგ რაფიულ სვეტზე. ეუფლება ინფრაწითელი სპექტროფოტომეტრით და ბირთვულ მაგნიტური რეზონანსული სპექტრით ნივთიერების სტრუქტურის დადგენას.
ელექტრული ინჟინერიის ლაბორატორიები:
ანალოგური წრედების ლაბორატორია დაკომპლექტებულია თანამედროვე გამზომი და სამუშაო ინსტრუმენტებით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ოსცილოსკოპის გმოყენებით მოახდინონ დაკვირვება დროში ცვალებად ელექტრონულ პროცესებზე, ასევე გამოიკვლიონ მაძლიერებლების პარამეტრები და თვითონ მოახდინონ სხვადასხვა ფორმის იმპულსების გენერირება ლაბორატორიაში არსებული გენერატორების საშუალებით. ასევე ლაბორატორიაში არის მაღალი სიზუსტის ციფრული მზომი ხელსაწყოები, რომლებიც ნახევარგამტარული მოწყობილობების პარამეტრების დადგენისა და შეფასების საშუალებას იძლევიან. ყველა საჭირო ელექტრონული კომპონენტი სქემის აგებისა და მუშა პროტოტიპის შექმნისათვის ლაბორატორიაში ადგილზე არის ხელმისაწვდომი