საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრი (CNRS) წარმოადგენს უმსხვილეს ორგანიზაციას ევროპაში ფუნდამენტური კვლევების სფეროში. CNRS აერთიანებს საფრანგეთის სახელმწიფო ორგანიზაციებს, რომლებიც სპეციალიზებულნი არიან გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევების სფეროში და კოორდინირებას უწევს მათ საქმიანობას საერთაშორისო დონეზე.
CNRS-ს ქვეგანყოფილებები:

  • Nuclear and Particle Physics
  • Physical Sciences and Mathematics
  • Communication and Information
  • Science and Technology
  • Engineering Sciences
  • Chemical Sciences
  • Sciences of the Universe
  • Life Sciences
  • Humanities and Social Sciences

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ნაციონალური ცენტრის მიზნები და ამოცანები:

  • მეცნიერების განვითარების, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული პროგრესისათვის სამეცნიერო კვლევების განხორციელება და შეფასება,
  • სამეცნიერო ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა,
  • განათლებისა და მეცნიერების განვითარების პროცესისათვის დახმარების აღმოჩენა.
  • საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში სამეცნიერო ვითარების ანალიზის ჩატარებასა და მეცნიერების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრაში მონაწილეობა.

დაწვრილებითი ინფორმაცია ფონდის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.cnrs.fr/