ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირი დაფუძნებულია ბულგარეთში სხვადასხვა ქვეყნების სწავლული ეკონომისტების, საზოგადო მოღვაწეებისა და ბანკირების მიერ 1991 წელს, როგორც დამოუკიდებელი არასამთავრობო საზოგადოებრივი გაერთიანება.
კავშირის ძირითადი მიზნებია:
- მსოფლიო საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური პროგრესის მხარდაჭერა.
- იდეების, გამოცდილებისა და ცოდნის ყოველმხრივი გაზიარებისათვის ხელშეწყობა.
- სხვადასხვა რეგიონებსა და სახელმწიფოებში, ოფშორულ და თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში საფინანსო, სამეწარმეო და სხვა სტრუქტურების შექმნაში აქტიური მონაწილეობა ახალი პროდუქტების წარმოების, საქონლის, მომსახურების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.…
- მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და კადრების მომზადებაში პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა.
- კავშირის წევრების პროფესიონალური, შემოქმედებითი და სოციალური ინტერესების დაცვა და მათთვის იურიდიული, მეთოდური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა საერთაშორისო საქმიანობის განხორციელებისას.
დაწვრილებითი ინფორმაცია ეკონომისტთა საერთაშორისო კავშირის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე: http://www.iuecon.org/