საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰორიზონტი ევროპა (Horizon Europe) არის ევროკომისიის კვლევისა და ინოვაციის უმსხვილესი პროგრამა დაახლოებით 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც 7 წლის მანძილზე (2021-2027) გრანტების სახით მოხმარდება სამეცნიერო თუ კვლევით აღმოჩენებს, გამოგონებებსა თუ ინოვაციებს და საუკეთესო იდეებს. პროგრამის მისიაა ხელი შეუწყოს ბრწყინვალე მეცნიერებას, უპასუხოს საზოგადოებრივ და ინდუსტრიულ გამოწვევებს.

 

ინფორმაცია ჰორიზონტი ევროპას პროგრამების და კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია ევროკომისიის მონაცემთა გაცვლის ერთიან ელექტრონულ სივრცეში - Single Electronic Data Interchange Area (SEDIA) - დაფინანსების და ტენდერების პორტალზე (Fudnig & Tender Opportunities).

 

დაფინანსების და ტენდერების პორტალზე შესაძლებელია კონკურსების ფილტრაცია პროგრამების/ქვეპროგრამების და კონკურსების სტატუსის (მოსალოდნელი, ღია, დახურული) მიხედვით.

 

საცნობარო დოკუმენტები ხელმისაწვდომია Reference Documents განყოფილებაში შესაბამისი პროგრამის შერჩევის შემდეგ.

 

პორტალზე შესაძლებელია პოტენციური პარტნიორების/კოლაბორატორების მოძიება, რისთვისაც საჭიროა Partner Search განყოფილებაში გადასვლა.

 

ევროკომისიის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ - თსუ დარეგისტრირებულია შესაბამის პორტალზე. თსუ-ს მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034

 

საპროექტო წინადადების წარდგენისთვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ მონაწილეთა პორტალზე. შემდეგ თქვენი პროფილიდან გადახვალთ სასურველ კონკურსზე და დაიწყებთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობას (start submission). ინსტიტუციური პროექტის შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც იმუშავებთ. ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ორგანიზაციის PIC ნომერის მითითება. ხელმძღვანელობის შემთხვავეში პროექტი საბოლოოდ დარეგისტრირდება ხელმძღვანელის პროფილიდან, ხოლო თანამონაწილის სტატუსით მონაწილეობის შემთხვევაში ჩაერთვებით წამყვანი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ საპროექტო წინადადებაში. მოწვევა პროექტში ჩართვაზე გამოიგზავნება ხელმძღვანელის მიერ და აისახება თქვენს პროფილში.

კონკურსებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მიმართეთ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტებს: თამარ გოგუა, ლელა კვინიკაძე, ცისანა გავაშელი, თამარ ნოზაძე

მის.: თსუ I კორპუსი, ოთ. #113

ტელ.: 2 250 484 (შიდა ნომრები: 1274; 1271; 1273; 1275)