საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
2017 წლის 8 დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩაერთო წვდომა Clarivate Analytics პროდუქტზე - “Web of Science (WoS)”.

 

WoS არის ინტელექტუალური ინფორმაციის ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი, რომელიც უზრუნველყოფს სამეცნიერო კვლევების საინფორმაციო მხარდაჭერას.

 

WoS წარმოადგენს მაღალრეიტინგული რეცენზირებადი სამეცნიერო ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილეს მონაცემთა ბაზას, რომელიც პოლითემატურია და მოიცავს ინფორმაციას მაღალრეიტინგულ ჟურნალებზე, საკონფერენციო მასალებზე, წიგნებზე/წიგნების სერიებზე და ა.შ. მსოფლიო მასშტაბით. ასევე ბაზაში ჩაშენებულია სპეციალური ინსტრუმენტები ბიბლიომეტრიული ანალიზისთვის. 

 

“Web of Science” პლატფორმაზე წვდომა შესაძლებელია თსუ-ს ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. ამისათვის ინტერნეტის ნებისმიერი ბრაუზერიდან გადადით მისამართზე: www.webofscience.com 
დისტანციური წვდომისთვის თსუ-ს ქსელში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან დარეგისტრირდით ბაზაში, შექმენით თქვენი პროფილი. შემდგომ რამოდენიმე თვე ბაზა დაგიმახსოვრებთ და შეძლებთ ბაზაზე წვდომას უნივერსიტეტის მიღმა.

 

აღსანიშნავია, რომ პლატფორმის ინტერფეისს ინგლისურის გარდა აქვს კიდევ ექვსი ენის მხარდაჭერა.

 

“Web of Science” პლატფორმის გარდა წვდომა ჩართულია Journal Citation Report-ზე, საიდანაც შესაძლებელია ბაზაში ინდექსირებული წყაროების, მათ შორის იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალების ჩამონათვალის ნახვა.
 

წვდომასთან დაკავშირებული პრობლემების ან სხვა შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თსუ ბიბლიოთეკის მთავარ სპეციალისტს, ბატონ თეიმურაზ ყანჩელს (teimuraz.kancheli@tsu.ge), ან თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარ სპეციალისტს, ქალბატონ თამარ გოგუას (tamar.gogua@tsu.ge).