საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ინფორმაცია ევროკომისიის პროგრამების და კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია ევროკომისიის მონაცემთა გაცვლის ერთიან ელექტრონულ სივრცეში - Single Electronic Data Interchange Area (SEDIA) - დაფინანსების და ტენდერების პორტალზე (Fudnig & Tender Opportunities).

 
დაფინანსების და ტენდერების პორტალზე შესაძლებელია კონკურსების ფილტრაცია პროგრამების/ქვეპროგრამების და კონკურსების სტატუსის (მოსალოდნელი, ღია, დახურული) მიხედვით.
 
ევროკომისიის პროგრამებში მონაწილეთა საყურადღებოდ - თსუ დარეგისტრირებულია შესაბამის პორტალზე.
თსუ-ს მონაწილის საიდენტიფიკაციო კოდია (PIC): 999516034
 
საპროექტო წინადადების წარდგენისთვის აუცილებელია დარეგისტრირდეთ მონაწილეთა პორტალზე. შემდეგ თქვენი პროფილიდან გადახვალთ სასურველ კონკურსზე და დაიწყებთ საპროექტო წინადადებაზე მუშაობას (start submission). ინსტიტუციური პროექტის შემთხვევაში აუცილებელია მიუთითოთ ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც იმუშავებთ. ამისთვის დაგჭირდებათ შესაბამისი ორგანიზაციის PIC ნომერის მითითება. ხელმძღვანელობის შემთხვავეში პროექტი საბოლოოდ დარეგისტრირდება ხელმძღვანელის პროფილიდან, ხოლო თანამონაწილის სტატუსით მონაწილეობის შემთხვევაში ჩაერთვებით წამყვანი ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებულ საპროექტო წინადადებაში. მოწვევა პროექტში ჩართვაზე გამოიგზავნება ხელმღვანელის მიერ და აისახება თქვენს პროფილში.
 
კონკურსებთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მიმართეთ თსუ საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისს - ჰორიზონტი ევროპა; horizon.europe@tsu.ge