თსუ-ში კვლევის მენეჯმენტს ახორციელებს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი. კვლევების მხარდაჭერის მიზნით დეპარტამნეტი ეხმარება ფაკულტეტების/ინსტიტუტების თანამშრომლებს დაფინანსების მოპოვებაში, ხელს უწყობს თსუ-ში ინოვაციურ ცოდნაზე, ხარისხზე და შედეგზე ორიენტირებული სამეცნიერო კვლევების განხორციელებას.
დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
- მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი კვლევების ხელშეწყობა;
- R&D მდგრადი განვითარებისთვის პირობების შექმნა;
- პერსონალის პოტენციალისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა;
- სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო პროცესის ინტეგრაციის ხელშეწყობა;
- სამეცნიერო გრანტების ადმინისტრირება/მონიტორინგი - სააპლიკაციო განაცხადის ფონდის მოთხოვნებთან, უნივერსიტეტის კანონმდებლობასა და წარდგენის პირობებთან შესაბამისობის უზრუნველყობა. საჭიროების შემთხვევაში თსუ-ს სახელით საგრანტო აპლიკაციების/ხელშეკრულებების მომზადება/წარდგენა;
- სამეცნიერო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება და ანგარიშების წარდგენა;
- სამეცნიერო პოლიტიკის ჩამოყალიბება და რეკომენდაციების მომზადება თსუ ადმინისტრაციისთვის;
- სემინარების/სამუშაო შეხვედრების (ვორქშოფების)/კონფერენციების ჩატარება;
- საპროექტო წინადადების შემუშავებასა და მოგებული გრანტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით რეკომენდაციების გაწევა.