საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ირანისტიკა / Persian Studies
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ირანისტიკის ბაკალავრი / Bachelor of Persian Studies
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თეა შურღაია
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
ECTS 240 კრედიტი
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
პროგრამის სტრუქტურა/ECTS-მოცულობა
სავალდებულო საფაკულტეტო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი პროგრამა (Major) 120 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) 60 ECTS კრედიტი
თავისუფალი 10 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულება მიმდინარე საბაკალავრო პროგრამით მოამზადებს აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ირანისტის სპეციალობით. პროგრამის ფარგლებში ბაკალავრი აითვისებს ქართული ირანისტიკის ყველა ძირითად სამეცნიერო და პრაქტიკულ მიღწევას და მოემზადება მისი ტრადიციების გასაგრძელებლად დარგის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. დარგის ცოდნასთან ერთად აკადემიური კეთილსინდისიერების და ეთიკის ნორმების, დემოკრატიული ფასეულობების შეძენით კურსდამთავრებული ჩამოყალიბდება სრულფასოვან მოქალაქედ. ქართველურ სამყაროს ისტორიულად ღრმა კავშირები ჰქონდა ირანულ გარემოსთან, რაც განაპირობებს თავად პროგრამაში ქართულ–ირანული ურთიერთობებისთვის ყველა ძირითად სასპეციალიზაციო დისციპლინებში განსაკუთრებული ადგილის დათმობას ირანის ისტორიის, ირანულ ენათა, კერძოდ სპარსული ენის სტრუქტურისა და სპარსული ლიტერატურის ისტორიის კურსებთან ერთად. ასევე სათანადო ყურადღება ეთმობა სათარჯიმნო პრაქტიკუმს, რომელიც დღევანდელი საბაზრო მოთხოვნილებებითაა განპირობებული.
პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ, მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ; კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება: ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ფლობს სპეციალობის მაპროფილებელ სპარსულ ენას საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის B 1.2 დონეზე; აქვს ისლამის როგორც რელიგიის და სოციალური ინსტიტუტის ისტორიის ზოგადი ცოდნა; იცის ირანის შუა საუკუნეების, ახალი და უახლესი ისტორიისა და კულტურის საფუძვლები, სპარსული ლიტერატურის ისტორიის ძირითადი ეტაპები და ავტორები; ირანული მოდგმის ხალხთა წვლილი მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში; აქვს ირან-საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ისტორიული ურთიერთობების საბაზისო ცოდნა; სპარსულ-ქართული კონტაქტების ძირითად ასპექტთა (პოლიტიკური ფონი, კულტურული ურთიერთგაცვლა, ენობრივი ნასესხობანი, ლიტერატურული კონტაქტები და სხვ.) შესახებ ინფორმაცია,
ის დაუფლებულია რომელიმე ევროპულ ენასა და იცის ერთ-ერთი კლასიკური ან სხვა აღმოსავლური ენის საფუძვლები აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება: ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს შეუძლია დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე სფეროებში გარკვევა. აქვს კარგი პრაქტიკული მომზადება, გააჩნია დარგობრივი კომპეტენციები და შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება; შეუძლია სპეციალობის მაპროფილებელი ენის (სპარსულის) პრაქტიკული გამოყენება მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს სათარჯიმნო ბიუროების ტიპიური დოკუმენტაციისა და საქმიანი ქაღალდების სპარსულიდან ქართულად და პირუკუ თარგმნის უნარი; პროფესიულ სფეროებში ადაპტაციის უნარი.
დასკვნის უნარი: ირანისტიკის საბაკალავრო პროგრამით მომზადებულ ბაკალავრს აქვს არგუმენტირების, კრიტიკული შეფასების, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; შეუძლია დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა, ასევე ამ ინფორმაციის დამუშავება და სინთეზი დარგობრივ სფეროში მიღებული მეთოდების გამოყენებით. მას აქვს პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
კომუნიკაციის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ირანისტიკის სპეციალობით აქვს მინიმალური დახმარების პირობებში ინფორმაციის ეფექტურად მოპოვების უნარი, მათ შორის, სხვადასხვა ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით; ჯგუფური მუშაობის, დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის, პროფესიული კამათის უნარ-ჩვევები. სპარსულ და ერთ-ერთ ევროპულ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა; პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის (სპარსულის) საკომუნიკაციო ფუნქციით ეფექტურად გამოყენების უნარი.
სწავლის უნარი: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ირანისტიკის სპეციალობით აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია პრიორიტეტების გამოყოფა მუშაობის პროცესში; შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა. შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი და ჯგუფური მუშაობა მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში; აქვს განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.
ღირებულებები: აღმოსავლეთმცოდნეობის ბაკალავრს ირანისტიკის სპეციალობით აქვს კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა. მას კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული, სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობა და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნების და სტანდარტებს.
დასაქმების სფეროები
ბაკალავრი მზადდება აღმოსავლეთმცოდნეობის კერძოდ, ირანისტიკის დარგში პედაგოგიური, კვლევითი, საინფორმაციო–ბიბლიოგრაფიული, სარეფერენტო, საარქივო–სამუზეუმო, მეთოდიკური, სათარჯიმნო და მხატვრულ–კრიტიკული საქმიანობისთვის. ირანისტი ბაკალავრი მომზადებულია სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, ირანულ ფირმებსა და ტურისტულ სააგენტოებში, გამომცემლობებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში ყველა იმ თანამდებობაზე სამუშაოდ, რომელიც გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტისათვის.