სადოქტორი პროგრამის სახელწოდება: გეოგრაფია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი.
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელები:
დავით კერესელიძე, პროფესორი (კოორდინატორი)
ნოდარ ელიზბარაშვილი, პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე, პროფესორი დალი ნიკოლაიშვილი, პროფესორი
პროგრამის მოცულობა:
60 კრედიტი -სასწავლო კომპონენტი
მათ შორის:
• სავალდებულო - 40 კრედიტი
• არჩევითი - 20 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
- მაღალკვალიფიცირებული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მკვლევარის მომზადება გეოგრაფიის (გეომორფოლოგია, ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ბუნებათსარგებლობის გეოგრაფია, ინტეგრაციული გეოგრაფია, ლანდშაფტური დაგეგმარება, კარტოგრაფია, გეოინფორმატიკა, ნიადაგების გეოგრაფია) სფეროში, რომელსაც მაღალ სამეცნიერო დონეზე ექნება გათავისებული კომპლექსური გეოგრაფიის და მისი ძირითადი მიმართულებების განვითარების თავისებურებები.
- გეოგრაფიული ცოდნის ინტეგრირებისა და გამოყენების ხელშეწყობა საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროში.
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი საბუნებისმეტყველო, საინჟინრო ან სოფლის მეურნეობის მეცნიერებებში.
- უცხოური ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურება (შესაბამისი სერთიფიკატით ან გამოცდით.
- გასაუბრება შესაბამის დარგობრივ კომისიასთან.
გეოგრაფიის დოქტორის ხარისხის მქონე სპეციალისტები შეიძლება დასაქმდნენ შემდეგ სფეროებში: გარემოს დაცვის, რეგიონული და ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა სახელმწიფო უწყებები; რეგიონული და რაიონული ადმინისტრაციები, ადგილობრივი თვითმართველობა; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები; გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების გამოყენებით დაკავებული ორგანიზაციები; უმაღლესი და საშუალო სკოლები; საპროექტო ორგანიზაციები და სხვა.