
სამაგისტრო პროგრამის სახელწოდება: ბიოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ბიოლოგიის მაგისტრი
პროგრამის ხელმძღვანელები:
- ნანული დორეული, პროფესორი (მოდული „ნეირობიოლოგია“)
- არნოლდ გეგეჭკორი,პროფესორი (მოდული „ბიომრავალფეროვნება“);
- ნანა კოშორიძე, პროფესორი (მოდული „ბიოქიმია“);
- დიანა ძიძიგური, პროფესორი (მოდული „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია“);
- ნანული კოტრიკაძე, პროფესორი (მოდული ”უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია);
- თეიმურაზ ლეჟავა, პროფესორი (მოდული „გენეტიკა“).
- მარიამ გაიდამაშვილი, ასოცირებული პროფესორი (მოდული “მცენარეთა ბიოლოგია“);
- ნინო გაჩეჩილაძე, ასოცირებული პროფესორი (მოდული „მიკრობიოლოგია/იმუნოლოგია“);
- სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი: პროფესორი ნანული დორეული

სამაგისტრო პროგრამის მიზანი:
შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, მაღალი კვალიფიციის მაგისტრის მომზადება ბიოლოგიის სხვადასხვა დარგებში, როგორიცაა ბიომრავალფეროვნება, ბიოქიმია, უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია, მცენარეთა ბიოლოგია, მიკრობიოლოგია/იმუნოლოგია, ნეირობიოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია, გენეტიკა.
ბიოლოგიის სხვადასხვა დარგების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა მასში ახალგაზრდა კადრების მოზიდვისა და დამკვიდრების გზით.
ბიოლგიის სხვადასხვა დარგში შემოქმედებით-ინოვაციური მიდგომებისა და სამეცნიერო-კვლევების განვითარების ხელშწყობა.

სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
- ბაკალავრის ხარისხი ბიოლოგიაში ან დიპლომირებული სპეციალისტი მედიცინაში ანბაკალავრის ხარისხი, დამატებითი (minor) სპეციალობით „ბიოლოგია“ ან ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის ეკვივალენტური სასწავლო კურსები არანაკლებ 30 კრედიტისა’
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა ბიოლოგიაში (ჩატარდება წერითი ფორმით).

კურსდამთვრებულთა დასაქმების სფეროები:
პროგრამის შემუშავების დროს აქტიური კონსულტაციები იმართებოდა პოტენციურ დამსაქმებლებთან, რათა მათთან ერთად განსაზღვრულიყო ის კონკრეტული თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რომლებიც მოეთხოვება ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შრომის ბაზრის შესაბამისი სფეროს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად; ამ მოთხოვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამაგისტრო პროგრამა “ბიოლოგია” ამზადებს ფუნდამენტური და პრაქტიკული ტაქსონომიური, გენეტიკური, მიკრობიოლოგიური, იმუნოლოგიური, მორფოლოგიური, ნეირობიოლოგიური, ბიოქიმიური, მოლეკულური, ბიოფიზიკური კვლევის კვალიფიციურ სპეციალისტებს.
ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს შეძენილი ცოდნის რეალიზება შეუძლიათ:
სხვადასხვა აკადემიურ, სახელმწიფო, სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში, სამეცნიერო და სასწავლო-კვლევით ლაბორატორიებსა და სადიაგნოსტიკო ცენტრებში; მიკრობიოლოგიური ექსპერტიზისა და ტექნოლოგიურ სამსახურში, კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებში; კერძო სექტორში: ფარმაცევტულ კომპანიებში, სამკურნალო და პროფილაქტიკურ, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ და დავადებათა კონტროლის დაწესებულებებში.
ასევე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში; გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსების მართვისა და ეკოლოგიური ზედამხედველობის სამსახურებში, ძეგლთა დაცვის (მიკრო- და მაკროპარაზიტებისგან ისტორიულ ძეგლთა დაცვა) უწყებებში, ეკოტურიზმის სფეროში, ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარემოსდაცვითი პროგრამების მქონე კერძო კომპანიებში (მაგ.: BP, BTC, GPC – Georgian Pipeline Company, Frontera და სხვ.), სახელმწიფო და კერძო ზოოლოგიურ და ბოტანიკურ ბაღებში.