საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: | სამართალი |
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: | ბაკალავრიატი |
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი/კვალიფიკაცია (ქართულად და ინგლისურად): | სამართლის ბაკალავრი/Bachelor of Law |
სწავლების ენა: | ქართული |
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: | 240 ECTS |
პროგრამის ხელმძღვანელი: |
პროფესორი, სამართლის დოქტორი - თამარ ზარანდია. |
პროგრამის სტრუქტურა: |
|
კურსის სტატუსი - ECTS |
|
სავალდებულო საუნივერსიტეტო |
|
სავალდებულო დარგობრივი |
155 |
არჩევითი დარგობრივი | 85 |
დამატებითი პროგრამა (minor) | |
სულ: |
240 |
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
• შესძინოს ფართო თეორიული ცოდნა ეროვნული სამართლის სისტემის ძირითადი თავისებურებების, სამართლის არსის, პრინციპებისა და ინსტიტუტების, ქართული სამართლის ისტორიული წყაროების, ასევე სიღრმისეული ცოდნა კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში;
• გამოუმუშავოს შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, მათ შორის, სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისა და მისი დასაბუთების, ასევე იურიდიული ხასიათის დოკუმენტებზე მუშაობის უნარი;
• გამოუმუშავოს მრავალმხრივი ხედვისა და ანალიზის საფუძველზე კერძო, სისხლის და საჯარო სამართლის სფეროში არსებული სამართლებრივი პრობლემის გადაწყვეტის თეზისის განვითარების, შერჩეული მიდგომის დასაბუთების და შესაბამისი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი;
• გამოუმუშავოს მშობლიურ ან/და უცხოურ ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიებისა და განახლებული ცოდნის საფუძველზე მოძიებული ინფორმაციის თაობაზე, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციის უნარი;
• გამოუმუშავოს სამართლის სფეროში პრაქტიკული საქმიანობისას პროფესიული ეთიკისა ნორმების დაცვითა და სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით მოქმედების უნარი.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართ¬ველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.
სწავლის შედეგები:
(კურსდამთავრებულს უნდა ქონდეს შემდეგი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციები)
ცოდნა და გაცნობიერება
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(A) აღწერს:
• სამართლის არსს, სამართლის ნიშნებს, სამართლის ფუნქციებს, სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და მათ მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის, სამართლებრივი მოწესრიგების მეთოდებსა და სტადიებს, განმარტების მეთოდებს, სამართლის ნორმის სახეებს, ქართული სამართლის სისტემის ძირითად თავისებურებებს, პრინციპებსა და ინსტიტუტებს, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტებსა და სამართლის ნორმის შეფარდების სტადიებს, სამართლის ფუნდამენტური პრინციპების მნიშვნელობას სამართლებრივი სისტემის ფორმირებისათვის, ასევე ქართული სამართლის ისტორიულ წყაროებს, ძველი ქართული სამართლის დარგებსა და ინსტიტუტებს, ასევე ძველი ქართული სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და სამართალგანვითარების ტენდენციებს;
• სახელმწიფო მოწყო¬ბი¬სა და ადგილობრივი თვითმმართველობის, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნისა და ურთიერთმიმართების საკითხებს, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის ძირითად პრინციპებს, საერთაშორისო საჯარო სამართლის ინსტიტუტებს, ადმინისტრაციული სამართლის არსსა და პრინციპებს, საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ საფუძვლებს, საჯარო მმართველობის პრინციპებს, საჯარო მმართველობის ორგანიზაციული მოწყობის ფორმებს, ადმინისტრაციული წარმოების სახეებსა და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის ფორმებს, ასევე ადმინისტრაციული სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში ადმინისტრაციული საქმის განხილვის თავისებურებებს;
• სამოქალაქო სამართლის მიზნებს, ამოცანებს, სამოქალაქო სამართლის წყაროებს, უმნიშვნელოვანეს ცივილისტურ კატეგორიებს, ცნებებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს პრინციპებს, სანივთო სამართლის სისტემას და პრინციპებს, სახელშეკრულებო და კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობებს, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართლებრივ ურთიერთობებს, შრომის სამართლის ძირითად პრინციპებს, საკორპორაციო სამართლის პრინციპებს, ასევე სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სამოქალაქო საქმის განხილვის თავისებურებებს;
• სისხლის სამართლის არსს, სისხლის სამართლის პრინციპებს, დანაშაულის არსს, სახეებს, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავისებურებებს, ასევე სისხლის სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს, სტადიებსა და სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვის თავისებურებებს.
უნარები
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(B) ახდენს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში მიღებული ცოდნის საფუძველზე არსებული სამართლებრივი პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაწყვეტისათვის ნორმატიული საფუძვლების მოძიებას, განმარტებასა და გამოყენებას;
(C) ადგენს საკონსტიტუციო, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართალწარმოებისას იურიდიული შინაარსის დოკუმენტებს (საჩივარი, სარჩელის და ა.შ.), ასევე ინდივიდუალურ და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებსა და კერძოსამართლებრივ და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს;
(D) არჩევს და იყენებს შესაბამის მატერიალურ და პროცესუალურ ნორმებს კონკრეტული სამართლებრივი მოქმედებების განხორციელებისას;
(E) აანალიზებს საჯარო, კერძო და სისხლის სამართლის სფეროში არსებულ სამართლებრივ პრობლემებს, ავითარებს მათი გადაწყვეტის შესაბამის მიდგომებს და აყალიბებს საკუთარ დასაბუთებულ სამართლებრივივ დასკვნებს შერჩეული მი¬დგომების დასასაბუთებლად;
(F) ახდენს კერძო, სისხლის ან საჯარო სამართლის სფეროში წართულ ან/და უცხოურ (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) ენებზე საჭირო ინფორმაციის, მათ შორის საკანონმდებლო ცვლილებების, სასამართლო პრაქტიკის, მეცნიერების სიახლეების მოძიებას და განახლებული ცოდნის საფუძველზე მოძიებული ინფორმაციის თაობაზე, იურიდიული ტერმინოლოგიის გამოყენებით, ზეპირი და წერილობითი ფორმით კომუნიკაციიას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
(G) ცნობს იურისტის ეთიკური სტანდარტების საჭიროებას, პატივს სცემს ინდივიდთა უფლებებს, მონაწილეობს შესაბამისი სამართალწარმოების პროცესში იურისტის ეთიკური სტანდარტებითა და სამართლიანობის, ადამიანის უფლებების, სოციალური და დემოკრატიული ფასეულობების გათვალისწინებით.
დასაქმების სფეროები:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება იმუშავოს ნებისმიერ იმ თანამდებობაზე სადაც მოითხოვება სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და არ არის აუცილებელი სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება ან/და საქართ¬ვე¬ლოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი წინაპირობები.
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული იურიდიული საქმია¬ნობის განსახორციელებლად შეიძლება დასაქმდეს:
• საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში;
• სასამართლო ორგანოებში;
• სამართალდამცავ და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებში;
• საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებსა ან სხვა ორგანიზაციებში.