სამაგისტრო პროგრამა ხორციელდება აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს (Auswärtiges Amt) მხარდაჭერით, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. კიოლნის უნივერსიტეტის თანამშრომლობის საფუძველზე.
პროგრამის მიმართულება: სამართალმცოდნეობა
საფეხური - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
მისანიჭებელი ხარისხი: სამართლის მაგისტრი (Master of Law -Magister Legum,LL.M)
პროგრამის მოცულობა და ხანგრძლივობა: მინიმუმ 60 ECTS (კრედიტი) 2 სემესტრი
პროგრამის ხელმძღვანელი:
2007-2008 წლის შემოდგომის სემესტრიდან პროგრამა ხორციელდება კოლეგიალურობის საფუძველზე, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ.კიოლნის უნივერსიტეტის წარმომადგენლების მიერ.
საკონტაქტო პირები:
თამარ ბერიშვილი,
E-mail: tamar.berishvili@tsu.ge
მარიო შიუტცე,
E-mail: schuetze.mario@yahoo.com
პროგრამის საფასური: წლიური 5000 ლარი
პროგრამის მიზნები და ამოცანები:
კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს შესაძლებლობა მისცეს ქართველ სტუდენტებს ცოდნა გაიღრმაონ გერმანული და ევროპული სამართლის დარგებში.
სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ერთი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ კიოლნის უნივერსიტეტში.
ამასთან, შექმნილია ის მნიშვნელოვანი ბაზა, რომელის მოიცავს არამარტო პრაქტიკულ საქმიანობას გერმანულ-ქართული სამართლებრივი ოჯახის ფარგლებში, არამედ აგრეთვე სამეცნიერო-შედარებითი საქიმიანობისხელშეწყობას.
კიოლნის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც უამრავ იურიდიულ ლიტერატურას მოიცავს, შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს, ნაშრომი ხარისხიანად და ევროპაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შეასრულონ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს მსურველებს, დაამთავონ ორი სამაგისტრო პროგრამა ერთად ანუ გააკეთონ ე.წ. „Doppelabschluss“. სტუდენტები, რომლებიც ჩირიცხებიან კიოლნის სამაგისტრო პროგრამაზე და ამავდროულად თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ქართულ სამაგისტრო პროგრამაზე, პირველი წლის განმავლობაში გაივლიან მხოლოდ კიოლნის სამაგისტრო პროგრამას და გადაიხდიან მხოლოდ კიოლნის მაგისტრატურის გადასახადს, დაგროვილი კრედიტები კი უღიარდებათ ქართული პროგრამის ფარგლებში; ხოლო მეორე წელს დაასრულებენ ქართულ სამაგისტრო პროგრამას. ამდენად, სწავლის დამთავრების შემდგომ მათ ექნებათ ორი უნივერსიტეტის მაგისტრის დიპლომი.
პროგრამაში ჩარიცხვის წინაპირობები :
1) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის მიმართულებით
2) გემანული ენის გამოცდა (B2დონე)
3) გასაუბრება გერმანულ ენაზე
მეორე სემესტრის ანუ კიოლნის სემესტრისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა:
- პირველი სემესტრის მინიმუმ 3 გამოცდის ჩაბარება
- ენის სერთიფიკატი: TestDaF (ყველა კომპონენტში მინიმუმ 4 ქულა), ან DSH2/ DSH3 ან გოეთეს C1
გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენისას კანდიდატი თავისუფლდება ენის გამოცდისაგან
მოსალოდნელი შედეგები:
კურსდამთავრებულები მიიღებენ კიოლნის უნივერსიტეტის დიპლომს.
მსურველებს მიეცემათ შესაძლებლობა მიიღონ კვალიფიციური-პრაქტიკოსი იურისტისთვის შესაფერისი განათლება;
წარმატებულ კურსდამთავრებულებს ეძლევათ შესაძლებლობა სწავლა ან/და სამეცნიერო- კვლევითი მუშაობა გააგრძელონ კიოლნის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში.