პროგრამის სახელწოდება:
გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები:
ნანა სუმბაძე, პროფესორი
ანასტასია ქიტიაშვილი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია:
ფსიქოლოგიის დოქტორი
სწავლების ენა:
ქართული
პროგრამის მიზანია გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგების მომზადება, რომელთაც ექნებათ შემდეგი კომპეტენციები: თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დამოუკიდებლად დაგეგვა და განხორციელება; სოციალური პრობლემების იდენტიფიკაცია, სიტუაციური ანალიზი სოც. ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა, ინტერვენციის დანერგვაში მონაწილეობა, მონიტორინგი და შეფასება.
მიღება ხდება შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე
1. პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების, განათლების მეცნიერებების, ბიზნეს ადმინსიტრირებისა და სამართლის, ჰუმანიტარული მეცნირებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი)”
2. პროგრამაზე სწავლის მსურველს უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიის ან სოციალურ მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი. სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი/დანართი ან ცნობა; ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (საქართველოს ფარგლებს გარეთ მიღებული განათლების შემთხვევაში ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად აღიარებული დიპლომი);
3. უცხოური ენის ცოდნის დადასტურება საუნივერსიტეტო მინიმალური სტანდარტის შესაბამისი N2 დანართით ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სერტიფიკატი - Certus;
4. პოტენციური ხელმძღვანელის თანხმობა;
5. სამოტივაციო წერილი, სადაც აღწერილი უნდა იყოს კვლევითი ინტერესი, სადოქტორო თემის მონახაზი და მეთოდოლოგია - მაქსიმალური ქულა 50
6. გასაუბრება დარგობრივ კომისასთან - (მაქსიმალური ქულა 50) სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასაუბრება შეფასდება 3 კრიტერიუმით: საკვლევი თემის შესაბამისობა პროგრამასთან (20 ქულა), მოტივაცია (20 ქულა), კვლევითი პროექტის პრეზენტაცია (10 ქულა). საბოლოო შეფასება მოხდება კომპონენტის დაჯამებით.
ცოდნა და გაცნობიერება:
- გამოყენებითი და სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში კლასიკური და თანამედროვე თეორიული მოდელების ცოდნა, პრობლემური გააზრება და მათ შორის ღრმა, ინტეგრალური მიმართებების გაცნობიერება;
- სოციალური კვლევითი მეთოდოლოგიის პრინციპების ცოდნა გამოყენებითი კვლევის სფეროში;
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:
- სამეცნიერო კვლევითი და გამოყენებითი სამუშაოს დამოუკიდებლად წარმოება:
- კვლევის პრობლემის დასმა, კვლევის დაგეგმვა, დიზაინის შერჩევა; კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევა და კვლევითი სტრატეგიებისა და მეთოდების გამოყენება; მონაცემების ანალიზი; შედეგების გაფორმება და პრეზენტაცია (ზეპირი და წერილობითი სახით - სტატია, სადისერტაციო ნაშრომი).
- სოციალური პრობლემების გააზრება სოციალური ფსიქოლოგიის პერსპექტივიდან და შესაბამისი ინტერვენციის მიზნების განსაზღვრა; ინტერვენციის გეგმის შედგენა და განხორციელება სფეროს ექსპერტებთან ერთად; ინტერვენციის გეგმის მონიტორინგი და ცვლილებების შეტანა მუშაობის პროცესში; ინტერვენციის შედეგების შეფასება;
კომუნიკაციის უნარი:
- სამეცნიერო ინფორმაციისა და კვლევის შედეგების დასაბუთებულად და გარკვევით წარმოჩენა;
- თემატური პოლემიკის წარმოების კულტურა მშობლიურ და უცხოურ ენაზე.
- კომუნიკაციის დამყარებისა და ინტერპერსონალური ურთიერთობის ეფექტურად წარმოების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის წარმოების უნარი;
სწავლის უნარი:
- სწავლის დამოუკიდებლად წარმართვა, სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა:
- სალექციო კურსების შექმნა და გაძღოლა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
- ახალი იდეების მიღებისა და განვითარებისათვის მზაობა;
- კვლევასა და პრაქტიკაში ახალი მიღწევების ინტეგრირება;
- სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის კომბინირება.
დასკვნის უნარი:
- სოციალურ და გამოყენებით სოციალურ ფსიქოლოგიური პარადიგმების ღრმა და კრიტიკული ანალიზის შედეგად წინააღმდეგობრივი იდეების წარმოჩენა;
- ინტერვენციის დაგეგმვის პროცესში მრავალმხრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზე ადეკვატური გადაწყვეტილების მიღება და დასკვნის გამოტანა;
- პრობლემის გადაჭრის გზების მრავალმხრივი ანალიზის საფუძველზე პრობლემის გადაწყვეტის ადეკვატური სტრატეგიისა და ტაქტიკის შერჩევა;
- პრობლემისადმი მულტიდისციპლინური მიდგომის კონტექსტში კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი პასუხისმგებლობის აღება და გადაწყვეტილების მიღება.
ღირებულებები:
- სადოქტორო პროგრამის ფარგლებში კურსდამთავრებულს გათავისებული უნდა ჰქონდეს პროფესიული ეთიკური ნორმები;
- საქმიანი ურთიერთობების ეთიკური ნორმები;
- განსხვავებული შეხედულებებისა და ღირებულებების მიმართ ტოლერანტობა;
- კულტურული მრავალფეროვნებისა და განსხვავებების მიმღებლობა და პატივისცემა;
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები;
- განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სტრუქტურები;
- ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციები;
- არასამთავრობო ორგანიზაციები.