ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით (ოქმი #4 27.04.2022) ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა.
პროგრამის სახელწოდება
იურიდიული ფსიქოლოგია
პროგრამის ავტორები
ვახტანგ ნადარეიშვილი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
ფსიქოლოგიის მაგისტრი
სწავლების ენა
ქართული
- სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დისციპლინების დაუფლების საფუძველზე ფსიქოლოგიისა და სამართლის მეცნიერებათა თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკულ–გამოყენებითი პოტენციალის გაერთიანება და ინტერდისციპლინური პროფილის სპეციალისტების მომზადება სამეცნიერო - კვლევითი, სახელმწიფო და საზოგადოებრივი პრაქტიკის სხვადასხვა სფეროსთვის.
- გამოუმუშავოს მაგისტრანტებს პიროვნებისა და მისი ნორმატიული თუ დევიაციური ქცევის აღწერის, ახსნის, პროგნოზირებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის უნარები.
- მოცემულ სფეროში იმ კონკრეტული სპეციალიზებული ცოდნისა და უნარების შეძენა (ასახულია სწავლის შედეგებში), რომლებიც საჭიროა ფსიქოლოგიისა და სამართლის მულტიდისციპლინური პრობლემების გადაწყვეტისას ორიგინალური მიდგომის შემუშავებისა და შესაბამისი კვლევის ჩატარებისთის, რისთვისაც გამოყენებული იქნება მეცნიერებისა და პრაქტიკის თანამედროვე მიღწევები.
- უფლებადაცვით, სასამართლო, საგამოძიებო, საადვოკატო, რეაბილიტაციურ და საექსპერტო საქმიანობაში მონაწილეობისათვის საჭირო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადება;
- კანონშემოქმედებითი და სამართლის ეფექტურობის ამაღლებაზე მიმართული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ–ჩვევების მქონე კადრების მომზადება;
- დანაშაულობის პრევენციასთან, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასთან და რეადაპტაციასთან დაკავშირებული სამუშაოებისთვის სპეციალისტების მომზადება პენიტენციარული სისტემისთვის;
- განათლებისა და აღზრდის სისტემაში წარმოებული სოციალიზაციის პროცესის სრულყოფის ღონისძიებებში მონაწილეობისათვის კადრების მომზადება.
პროგრამის მიზნებს ასევე წარმოადგენს: სტუდენტების მომზადება სწავლების შემდგომი საფეხურისთვის; ფსიქოლოგიისა და სამართლის სფეროს აქტუალური პრობლემებისა და პერსპექტივების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის კონკრეტულ გზებსა და მეთოდებზე მუშაობაში სტუდენტების ჩაბმა; სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი კომპონენტების ინტეგრაცია.
- საერთო სამაგისტრო გამოცდა;
- გამოცდა ფსიქოლოგიაში;
- 1) ა) გასაუბრება ფსიქოლოგიაში და ბ) გასაუბრება ინგლისურ ენაში (გასაუბრებისას თარგმნილი ინგლისურენოვანი ტექსტის (ფსიქოლოგია) საფუძველზე. აპლიკანტს შეუძლია თან იქონიოს ბეჭდური ლექსიკონი), ან 2) ა) გასაუბრება ფსიქოლოგიაში და ბ) ინგლისური, გერმანული ან ფრანგული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (წარედგინება ფაკულტეტის ადმინისტრაციას).
პროგრამა განკუთვნილია: ა) ფსიქოლოგიის; ბ) სამართლის; გ) სოციოლოგია-სოციალური მუშაობის (მინიმუმ) ბაკალავრის კვალიფიკაციის მქონე პირებისთვის.
ცოდნა და გაცნობიერება: მაგისტრი სიღრმისეულად ფლობს ფსიქოლოგიისა და სამართალმცოდნეობის თეორიულ საფუძვლებსა (კონცეფციები, მეთოდოლოგია, ძირითადი ცნებების განმარტებები, სპეციალური ლექსიკა) და სპეციალიზებულ სისტემურ ცოდნას, რომელიც აუცილებელი ნორმატიული და დევიაციური ქცევის ფსიქოლოგიური და სამართლებრივი ასპექტების ორიგინალური და კომპლექსური გააზრებისათვის; მაგისტრი აცნობიერებს სოციალური ნორმებისა და სამართლებრივი კატეგორიების ფსიქოლოგიურ ასპექტებს; აქვს მეცნიერების მოცემული სფეროს აქტუალური ამოცანებისა და მათი ზოგადი სამეცნიერო და პრაქტიკული კონტექსტის გაცნობიერების, ინტერპრეტაციის, პრობლემებისა და პერსპექტივების ხედვის უნარი. სტუდენტი ფლობს იმ მეცნიერულ ხედვას და მიდგომებს, რომელიც უზრუნველყოფს ფსიქოლოგიისა და იურისპრუდენციის პოტენციალის სრულ გამოყენებას და კონკრეტული პრობლემების გაღრმავებული ანალიზისა და ორიგინალური იდეების შემუშავების საფუძველზე მულტიდისციპლინური მიდგომის მაქსიმალურ პროდუქტიულობას.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი: მაგისტრი სიღრმისეულად ფლობს სოციალური სუბიექტების ადაპტაციური აქტივობის სპეციფიკის შესწავლის ხერხებს ფორმალური და არაფორმალური ნორმატიული სისტემებით რეგულირებულ სოციალურ ურთიერთობათა სფეროში; მაგისტრანტს შეუძლია მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის სინთეზი და კონკრეტულ თემატიკასთან მისადაგება; შეუძლია მიღებული თეორიული და მეთოდოლოგიური გამოცდილების გამოყენება მეცნიერების პრაქტიკულ-გამოყენებითი მიმართულებების (მაგ. სამართლის ფსიქოლოგია, კრიმინოლოგიური ფსიქოლოგია, პენიტენციარული და კორექციული ფსიქოლოგია, სასამართლო ფსიქოლოგია, სოციალური მუშაობა, განათლების ფსიქოლოგია) პრობლემატიკის ანალიზისათვის და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისათვის. შეუძლია მიღებული ცოდნის დამოუკიდებლად და შემოქმედებითად გამოყენება ნაკლებად დამუშავებულ ან ახალ სფეროში (დევიაციისა და დანაშაულობის პრევენციისა და კორექციის, დევიანტთა რესოციალიზაციის, სამართლის ქმედითობის, კანონის უზენაესობის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობის სფერო) უახლესი მეთოდოლოგიის გამოყენებით. მოქმედებს/ხელმძღვანელობს ფსიქოლოგიურ–სამართლებრივი მეცნიერებების მიღწევებით სამართლით რეგულირებული სოციალური ურთიერთქმედების კვლევის სფეროში. აქვს მიღებული ცოდნის გამოყენების უნარი ერთობების ფორმირებისა და ფუნქციონირების, სოციალური სუბიექტების ქცევის მოტივაციური საფუძვლების, სოციალური ინტეგრაციისა და კონტროლის, სოციალიზაციის პროცესის, ნორმატიული, პროსოციალური, დევიაციური და ანტისოციალური ქცევის ფორმირების, სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილობისა და პროგრესის ხელშეწყობის სფეროში; შეუძლია აქტუალური პრობლემატიკის სფეროში ახალი ცოდნის და მეთოდიკების შემუშავება, რომელიც ასახავს სხვადასხვა დარგის ინტეგრირებულ პოტენციალს; უნარი აქვს გამოიყენოს მიღბული ცოდნა და გამოცდილება სასწავლო ან პრაქტიკული საქმიანობის სფეროში, რომელიც მოითხოვს ინოვაციას და მოდიფიკაციას ახლებური სტრატეგიული ხედვისა და ორიგინალური კვლევის საფუძველზე.
დასკვნის უნარი: შეუძლია თანამედროვე კვლევის მონაცემთა დამუშავების შედეგად ინფორმაციის მოპოვება, სისტემატიზაცია, კრიტიკული ანალიზი და ინოვაციური სინთეზი; სტუდენტს გააჩნია განსხვავებული მეთოდიკითა და მეთოდოლოგიით მიღბული მონაცემების შეჯერებისა და სამეცნიერო კონცეფციების შედარებითი ანალიზის საფუძველზე დასკვნების ფორმულირების და მათი დასაბუთების უნარი. შეუძლია სამეცნიერო ჰიპოთეზის ფორმირება.
კომუნიკაციის უნარი: სტუდენტს შეუძლია საკუთარი კვლევის შედეგებისა და მოსაზრებების არგუმენტაცია, კვლევის შედეგების საჯარო წარდგენა; ინფორმაციის გაცვლის, ინფორმაციის ასახვის და გადამუშავების, შეკითხვის ფორმულირების, აზრის გამოთქმის გზით საკუთარი მოსაზრებისა თუ პოზიციის დაფიქსირება. სტუდენტს აქვს სამეცნიერო დისკუსიის წარმოების კულტურა და შეუძლია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება. სტუდენტს აქვს გუნდური მუშაობის პრინციპების დაცვის, პასუხისმგებლობის განაწილებისა და კოლეგიალური კეთილსინდისიერების კომუნიკაციის პროცესში გამოყენების პრაქტიკა.
სწავლის უნარი: სტუდენტს აქვს საკვანძო საკითხებზე კონცენტრირების, ინფორმაციის მოპოვებისა და ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავების უნარი; აქვს ინტერდისციპლინური ინფორმაციის შეჯერებისა და სისტემატიზაციის გამოცდილება; შეუძლია სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება და მასზე მუშაობა, ანალიტიკური აზროვნება და შეფასებების ფორმულირება. შეუძლია სამეცნიერო და სასწავლო მუშაობის დაგეგმვა, დამოუკიდებელი მუშაობა და დასწავლის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება; აქვს დროის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; დამოუკიდებლად შეუძლია მასალის ორგანიზება და სტრუქტურირება; სხვადასხვა სფეროში მიღებული ცოდნის კომბინირება და ინტეგრირება.
ღირებულებები: პროგრამა ორიენტირებულია შემდეგ ღირებულებათა დამკვიდრებაზე: კოლექტიური სამეცნიერო საქმიანობის, კვლევის წარმოებისა და შედეგების მიმართ პასუხისმგებლობისა და კეთილსინდისიერების აუცილებლობის გათვითცნობიერება და შესაბამისი ნორმების დაცვის ჩვევების განმტკიცება. ადეკვატური და მიუკერძოებელი შეფასებისა და თვითშეფასების ფასეულობის გაცნობიერება საკუთარ და სხვათა ღირებულებების ანალიზის და ახალ ღირებულებათა მიმღებლობის საფუძველზე. სტუდენტს ათვისებული აქვს პროფესიული ეთიკის ელემენტები – შეხედულებების სისტემა საავტორო უფლებების, კოლეგიალობის, სამეცნიერო საქმიანობაში კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლობის შესახებ.
- შინაგან საქმეთა, თავდაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების სამინისტროების, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური პენიტენციარული სამსახურის, პროკურატურის, სასამართლო სისტემის, სახალხო დამცველის აპარატის შესაბამის დეპარტამენტებსა და ცენტრებში;
- კერძო იურიდიულ კომპანიებში.
- უფლებადაცვითი, სარეაბილიტაციო, ძალოვანი და სამართალდამცავი უწყებების თემატიკაზე ორიენტირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში;
- აკადემიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში.