პროგრამის სახელწოდება
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა - "მასწავლებელი“- 60 კრედიტი
პროგრამის ავტორები:
ქეთევან ჭკუასელი, პროფესორი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
კვალიფიკაციას არ ანიჭებს
სწავლების ენა
ქართული
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული წარჩინებული მასწავლებლის /და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული უფროსი მასწავლებლის / კომპეტენციის მქონე პედაგოგების მომზადება, კერძოდ, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის / საგნის სპეციალისტის აღჭურვა პედაგოგიკურ-ფსიქოლოგიური დარგობრივი კომპეტენციებით. პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითად კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის განხორციელება.
ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი დარგის ბაკალავრი/მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდით;
ცოდნა და გაცნობიერება
კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტმა უნდა იცოდეს:
- პედაგოგიკურ / ფსიქოლოგიური დისციპლინები - მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი:
- პედაგოგიკის ძირითადი ცნებები - აღზრდა, განათლება, სწა3ვლება,
- პედაგოგიკის მეთოდოლოგიური საფუძვლები და საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის მეთოდები,
- პიროვნების ფორმირების ფაქტორები,
- აღზრდის მიზანი და ამოცანები,
- განათლების სისტემის რაობა და მისი სამართლებრივი საფუძვლები,
- ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები,
- დიდაქტიკური და ზოგადპედაგოგიკური პრინციპები,
- სწავლების მეთოდები,
- განათლებისთანამედროვე ტექნოლოგიები,
- შეფასების სახეები და მეთოდები,
- სასწავლო პროცესში მოზარდის უფლებების დაცვის საკითხები,
- მოზარდის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურები,
- განვითარების ფსიქოლოგიური თეორიები,
- კლასის მართვის თეორიული საფუძვლები,
- ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები,
- სასწავლო დისციპლინების სწავლების მეთოდიკა,
- პროფესიულ-ეთიკური ნორმები,
- მშობლებთან თანამშრომლობის ფორმები,
- უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროების შესახებ.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:
- კონკრეტულ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში პედაგოგიკის ძირითადი ცნებების მიზნობრივად გამოყენება,
- აღზრდის მიზნიდან გამომდინარე, კონკრეტული ამოცანების დასახვა და გადაჭრის გზების მოძებნა,
- სასწავლო პროცესის მიზანმიმართული დაგეგმვა და მართვა,
- სასწავლო საგნობრივი პროგრამის ანალიზი და დაგეგმვა,
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება,
- კლასის ეფექტური მართვა,
- გაკვეთილის ეტაპების მართვა,
- სწავლება / სწავლის პროცესის მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება,
- შეფასების სისტემის მეთოდების მორგება კონკრეტულ სასწავლო სიტუაციასთან,
- სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში ინკლუზიის სწორად განხორციელება სპეციალურ მასწავლებელთან თანამშრომლობით საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შესაბამისი სასწავლო გარემოს შექმნა და სასწავლო პროცესის მართვა,
- ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნა,
- პროფესიულ-ეთიკური ნორმების დაცვა,
- სასწავლო პროცესში მშობლებთან და კოლეგებთან თანამშრომლობა,
- სასწავლო რესურსების გამოყენების უნარი,
- საკუთარი საქმიანობის რეფლექსიის, შეფასებისა და თვითკრიტიკის უნარი.
დასკვნის უნარი:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:
- კოლეგებთან ერთად სპეციალური კვლევითი საქმიანობების დაგეგმვა, განხორციელება და პრაქტიკაში გამოყენება,
- საკუთარ სამუშაო სფეროში ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, ანალიზისა და დასკვნის გაკეთების უნარი,
- სასწავლო პროცესში პრობლემის განსაზღვრის, ანალიზისა და გადაწყვეტის გზების დასახვის უნარი.
კომუნიკაციის უნარი:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა შეეძლოს:
- სხვათა აზრებისა და არგუმენტების მოსმენა და კონსტრუქციული დიალოგის წარმართვა, აკადემიურ და პროფესიულ საზოგადოებასთან კომუნიკაცია,
- ქართულ და უცხო ენაზე პროფესიულ და არაპროფესიულ საზოგადოებასთან დისკუსია,
- პროფესიული საქმიანობისა და პრობლემების შესახებ წერილობითი დოკუმენტაციის წარმოება,
- თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება,
- კულტურათაშორისი დიალოგი.
სწავლის უნარი:
- პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს:
- მოცემულ დისციპლინაში ახალი მასალის მოძიებისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი,
- საკუთარი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრის, განვითარების გზებისა და საშუალებების მოძიებისა და განხორციელების უნარი,
- უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებების გაცნობიერებისა და რეცეფციის უნარი.
ღირებულებები:
პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს უნდა ჰქონდეს:
- პროგრამის გავლა მსმენელს გაუფართოებს მსოფლმხედველობრივ თვალსაწიერს აღნიშნულ სფეროში და დაეხმარება მას შეიძინოს სწავლება/სწავლის პროცესისათვის ისეთი არსებითი ზნეობრივი ღირებულებები, როგორებიცაა:
- მოსწავლის პიროვნების პატივისცემა,
- მოსწავლის უფლებებისა და მოვალეობების პატივისცემა,
- მოსწავლეებისადმი ობიექტური და თანასწორი დამოკიდებულება,
- მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობა,
- პროფესიული ეთიკური ღირებულებები,
- თანამშრომლობითი უნარები,
- სასწავლო პროფესიული გარემოს განვითარების მოტივაცია,
- მშობელთა საზოგადოებასთან თანამშრომლობითი დამოკიდებულება.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის ( 7-12 კლასები) შესაბამისი საგნის მასწავლებელი