საბაკალავრო პროგრამის სახელწოდება: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი ღვედაშვილი
პროგრამის კოორდინატორი: ასოც. პროფესორი ცისანა გავაშელი;
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:
პროგრამის დამთავრებიდან 3-5 წლის განმავლობაში სტუდენტს:
- შეეძლება ინჟინრის პროფესიონალური კომპეტენციების დემონსტრირება ინდუსტრიაში, ბიზნესში, სამთავრობო და/ან საგანმანათლებლო დაწესებულებებში მზარდი პასუხისმგებლობების შესაბამისი პოზიციის დაკავებისას;
- შეეძლება გამოაქვეყნოს ნაშრომები, მოხსენებები, პატენტები ან/და ტექნიკური პრეზენტაციები ადგილობრივ, ეროვნულ, საერთაშორისო შეხვედრებზე, ან მასთან აფილირებულ ორგანიზაციებსა/კომპანიებში, გამოავლინოს კომუნიკაციის და სოციალური უნარები, რომლებიც აუცილებელია ეფექტური ჯგუფური მუშაობისთვის;
- შეეძლება ტექნიკური უნარ-ჩვევების, ცოდნის მიღების და გაცნობიერების სრულყოფის უნარი სწავლის გაგრძელების, სამეცნიერო ხარისხის მინიჭების და/ან არჩეულ დარგში პროფესიული ლიცენზიის მიღების გზით.
ძირითადი სპეციალობის არჩევის პირობა:
ელექტრონიკის შესავალი, არანაკლებ კალკულუს III.
პროგრამის კურსდამთავრებულთა უნარ-ჩვევები:
- საინჟინრო, მეცნიერული და მათემატიკური პრინციპების გამოყენებით კომპლექსური საინჟინრო პრობლემების გამოვლენის, ფორმულირების და გადაჭრის უნარი; მულტიდისციპლინურ ჯგუფებში მუშაობის უნარი;
- გლობალური, კულტურული, სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად საინჟინრო დიზაინის გამოყენების უნარი;
- განსხვავებული ტიპის აუდიტორიასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის აღიარების და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი გლობალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით;
- ლიდერობის უნარით უზრუნველყოფილ გუნდში ეფექტურად ფუნქციონირების უნარი,
- მიზნების და ამოცანების დასახვის და მათი გადაჭრის გზების მოძებნის მიზნით ერთობლივი და ინკლუზიური გარემოს შექნის უნარი;
- საინჟინრო გადაწყვეტილებების მისაღებად მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის უნარი;
- სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით ახალი ცოდნის შეძენის და საჭიროებისამებრ გამოყენების უნარი.
დასაქმების სფეროები
მიღებული ცოდნა და ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი საშუალებას მისცემს კურსდამთავრებულებს დასაქმდნენ საქართველოში ან საზღვარგარეთ:
- კომპანიებში, სადაც გამოიყენება რთული ტექნოლოგიური პროცესები და მოითხოვება საინჟინრო ცოდნა ამ პროცესების მართვისა და მოდერნიზაციის მიზნით;
- საინოვაციო და საინჟინრო-დეველოპერულ კომპანიებში, რომლებიც ახდენენ ახალი ტექნოლოგიების შემუშავებას თუ ათვისებას;
- სატელეფონო, სატელევიზიო და სხვა საკომუნიკაციო კომპანიებში; კომპანიებში, სადაც ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება.