სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციალური მუშაობის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №805733 (დანართი №59)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო შატბერაშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
ECTS 120 კრედიტი
სავალდებულო დარგობრივი 55 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი
საბაზისო არჩევითი კურსები - 35 ECTS კრედიტი
სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
სოციალური მუშაობა -საგამოცდო საკითხები
მოამზადოს მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სოციალური მუშაკები, რომლებიც პროფესიულ ეთიკასა და ღირებულებებზე, პროფესიულ და აკადემიურ სტანდარტებზე დაყრდნობითა და შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელებენ საქმიანობას;
მოამზადოს სტუდენტები ღრმა პროფესიული ცოდნით, უნარ-ჩვევებითა და კრიტიკული რეფლექსიის უნარით უშუალო პრაქტიკის, სოციალური მომსახურებების, პროგრამების განხორციელების და პოლიტიკის ფორმირების პროცესში მონაწილეობისთვის;
დაახელოვნოს სტუდენტები სოციალური მუშაობის კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაში;
სიღრმისეულად და სისტემურად შეასწავლოს სტუდენტებს სოციალური სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკა და მათი ეფექტიანობის ზრდისათვის საჭირო მექანიზმები, რომელსაც ისინი გამოიყენებენ ცალკეულადან/და მომიჯნავე დარგებში არსებულ ცოდნასთან კონსოლიდაციაში.
მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი[1];
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გამოცდა სპეციალობაში[2].
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
[1] იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ არის სოციალური მუშაობის ბაკალავრი, მას საშუალება აქვს კურიკულუმს მიღმა აქტივობის ფარგლებში დაესწროს სოციალური მუშაობის საბაკალავრო პროგრამას და მიიღოს შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციები.
[2] გამოცდა სპეციალობაში ორი კომპონენტისაგან შედგება: წერითი გამოცდა და გასაუბრება. წერითი გამოცდა შეადგენს საბოლოო შეფასების 40%, ხოლო გასაუბრება 60%.
პირველ ეტაპზე სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველები წერენ ესსეს.
საგამოცდო კომისიის მიერ განსაზღვრულ თემაზე. წარმოდგენილი ესსეს მიხედვით ფასდება სწავლის მსურველთა ცოდნის დონე სოციალური მუშაკის პროფესიულ როლზე მიმდინარე სოციალურ მოვლენებში. ესსე შეადგენს საბოლოო შეფასების 40 პროცენტს. ის ფასდება შემდეგ კრიტერიუმებზე დაყრდნობით:
პროფესიული როლის გააზრება- 20 ქულა
არგუმენტაციის უნარი - 10 ქულა
კრიტიკული ანალიზის უნარი - 10 ქულა
ესსეს მოცულობა უნდა იყოს არაუმეტეს 3 გვერდი.
მეორე ეტაპზე სტუდენტები გაივლიან გასაუბრებას სპეციალობასა და უცხო ენაში პროგრამის ხელმძღვანელისა და მიმართულების აკადემიურ პერსონალისაგან დაკომპლექტებული კომისიის წინაშე. გასაუბრება შეადგენს საბოლოო შეფასების 60% (აქედან 40% სპეციალობაში, 20% კი უცხო ენის ცოდნა). გასაუბრებაზე სტუდენტი ასევე განიხილავს სასწავლო მასალიდან/სასწავლო მასალის სირთულის ტექსტს უცხო ენაზე, ამ მიმართულებით მისი კომპეტენციების შეფასების მიზნით (პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა არანაკლებ B2 დონე).
სიღრმისეულად განმარტავენ სოციალური მუშაობის მეცნიერულ საფუძვლებს, მეთოდებსა და მიდგომებს;
სისტემურად იაზრებენ სოციალურ პრობლემებს/მოვლენებს თვისებრივი და რაოდენობრივი სოციალური კვლევის მეთოდების კონსოლიდაციით;
კრიტიკულად აფასებენ სოციალურ, პოლიტიკურ კონტექსტს/პროგრამებს და ირჩევენ შესაბამის ჩარევას;
მაღალი პროფესიონალიზმის დემონსტრირებით ახორციელებენ სოციალურ მუშაობას პროფესიული ეთიკის ნორმებზე დაყრდნობითა და პიროვნული მრავალფეროვნებების გათვალისწინებით როგორც მონოდისციპლინურ, ასევე მულტიდისციპლინურ ფორმატში;
სიღრმისეულ ცოდნასა და ანალიზზე დაყრდნობით, დამოუკიდებლად ახორციელებენ ჰოლისტურ პრაქტიკას სოციალური მუშაობის მოდელებისა და მეთოდების გამოყენებით;
წარმართავენ დისკუსიას, წარადგენენ საკუთარ მოსაზრებებს საჯაროდ აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაყრდნობით;
კრიტიკულად აფასებენ საკუთარ ცოდნასა და პროფესიულ პრაქტიკას პროფესიული განვითარებისათვის;
ხელს უწყობენ სოციალური მუშაობის განვითარებას ახალ სფეროებში, ადამიანთა ხარისხიანი ცხოვრების ხელშემწყობი ფაქტორების გაძლიერებისა და ხელშემშლელი ფაქტორების შემცირების მიზნით;
ავტონომიურობისა და პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით ხელმძღვანელობენ სოციალური მუშაობის პრაქტიკის პროფესიულ ზედამხედველობას/სუპერვიზიას.
სოციალური მუშაობის მაგისტრატურის კურსდამთავრებული კონკურენტუნარიანია როგორც აკადემიურ/სამეცნიერო სფეროში, ისე პრაქტიკული საქმიანობის, სოციალური პოლიტიკის, სოციალური პროგრამების მართვის, კვლევითი საქმიანობის განხორციელების თვალსაზრისით. რაც შეეხება პრაქტიკას, სოციალური მუშაობის მაგისტრს შეუძლია დაიკავოს როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკის, ასევე მენეჯერული პოზიციები იმ სახელმწიფო თუ კერძო სააგანტოებში, სადაც სოციალური მუშაობის მომსახურება ხორციელდება (ბავშვთა კეთილდღეობა, საგანმანათლებლო სფერო, მართლმსაჯულების სფერო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფერო; ასევე მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა, ხანდაზმულთა, დამოკიდებულების მქონე პირთა, აივ/შიდსით ინფიცირებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის საკითხებზე).
იმ პირობებში, როდესაც პრაქტიკული სოციალური მუშაობა გახდა რეგულირებადი და სოციალური მუშაობის განვითარება იგეგმება არა მხოლოდ ცენტრალურ (როგორც 2018 წლამდე იყო), არამედ მუნიციპალურ დონეზეც, მოთხოვნა სოციალური მუშაკებზე სულ უფრო იზრდება, რაც, ცხადია, აფართოებს სოციალურ მუშაკთა დასაქმების არეალს.
სოციალური მუშაობა, სხვა მხარდამჭერ პროფესიებთან შედარებით ახალი პროფესიაა საქართველოში და სრულიად რეალისტურია მისი განვითარება ახალ სფეროებში. ამაში კი კურსდამთავრებულთა როლი დიდია.
კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლის გაგრძელება დოქტურანტურაში.