საბაკალავრო პროგრამის დასახელება: ფიზიკა
საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელები:
თსუ პროფესორი ა. უგულავა (კოორდინატორი)
თსუ პროფესორი ნ. შათაშვილი
თსუ პროფესორი ა. შენგელაია
თსუ პროფესორი თ. მძინარაშვილი
საბაკალავრო პროგრამაზე ”ფიზიკა” ხორციელდება მოტივირებული სტუდენტების წახალისების შემდეგი მექანიზმი: ფიზიკაში/მათემატიკაში ეროვნული გამოცდების შედეგებისა და პირველი სემესტრის განმავლობაში მიღწეული წარმატებების საფუძველზე პირველი სემესტრიდანვე ყალიბდება „წინმსწრები“ ჯგუფი, რომელიც გაივლის ზოგადი ფიზიკის კურსებს წინმსწრები გრაფიკით (იხ. კურიკულუმში *-ით მონიშნული შენიშვნა). მაგალითისთვის, 2012 წელს მათ პირველ სემესტრში გაძლიერებულად მიეწოდათ ”ფიზიკის შესავალი”-ს პრაქტიკული დავალებები, მეორე სემესტრში ერთდროულად ისწავლეს ”მექანიკა” და ”მოლეკულური ფიზიკა” (მაშინ ყველა სხვა ჯგუფი გადის მხოლოდ ”მექანიკას”). მესამე სემესტრში წინმსწრები ჯგუფი ისწავლის ”ელექტრომაგნეტიზმს”, მაშინ როცა არაწინმსწრები ჯგუფები ”მოლეკულურ ფიზიკა”-ს გაივლიან და ა.შ. იგეგმება აგრეთვე თეორიული ფიზიკის სავალდებულო საგნების წინმსწრები გრაფიკით სწავლებაც. რა თქმა უნდა, განხორციელდება შიდა-მობილობა წინმსწრებ ჯგუფსა და არაწინმსწრებ ჯგუფებს შორის: სპეციალობის სავალდებულო საგნების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში (81 ქულა და მეტი) და საგნის პროფესორის რეკომენდაციით სტუდენტი შეიძლება გადავიდეს წინმსწრებ ჯგუფში და პირიქით, თუ სტუდენტი ვერ ძლევს წინმსწრებ პროგრამას, ის გადადის არაწინმსწრებ ჯგუფში. შედეგად ამ მექანიზმით წინმსწრები ჯგუფის სტუდენტებს დარჩებათ მეტი დრო და შეექმნებათ მეტი სტიმული სამეცნიერო მუშაობისათვის, კერძოდ, საბაკალავრო ნაშრომის სრულყოფილი სამეცნიერო პუბლიკაციის სახით წარმოდგენისთვის.
საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მეცნიერების ბაკალავრები ფიზიკაში, რომლებსაც ექნებათ:
- საბაზისო ფუნდამენტური ცოდნა ფიზიკაში და ფიზიკის დარგისათვის საჭირო მათემატიკის საფუძვლებში; ფიზიკის ამოცანების რიცხვით მოდელირებაში;
- ფიზიკური ექსპერიმენტის ჩატარების უნარჩვევები;
- თანამედროვე ფიზიკის საფუძვლების ცოდნა - ფიზიკის ძირითადი დარგების საფუძვლების სიღრმისეული ცოდნა შემდგომ საფეხურზე სწავლის (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გასაგრძელებლად; პროფესიული და კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის;
- ხელი შეუწყოს დარგის განვითარებასა და მის აღიარებას საზოგადოებაში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: ერთიანი ეროვნული გამოცდები
- აკადემიური კვლევითი და ტექნოლოგიური ორგანიზაციები,
- კავშირგაბმულობის სისტემები,
- საინჟინრო და სამშენებლო ორგანიზაციები,
- საგანმანათლებლო ცენტრები,
- სამედიცინო დაწესებულებები და დიაგნოსტიკური ცენტრები, კომპიუტერული პომპანიები,
- მართვისა და საბანკო სისტემები,