სადოქტორო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი
დადგენილების ნომერი №32538 (დანართი №339)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია:
მოამზადოს დარგის უახლეს მიღწევებზე დამყარებული ცოდნისა და მაღალი დარგობრივი კომპეტენციის მქონე, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი მკვლევარი, რომელსაც შეუძლია ახალი ცოდნის შექმნის მიზნითა და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, დაგეგმოს და განახორციელოს კვლევითი სამუშაოები;
ხელი შეუწყოს პოლიტიკასა და მის მომიჯნავე სფეროებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების მაღალკვალიფიკაციურ დონეზე წარმართვას, ახალი ცოდნის შექმნასა და გავრცელებას;
გამოუმუშაოს როგორც კვლევის მიგნებების აკადემიური და ფართო საზოგადოების წინაშე ეფექტურად წარდგენის, ისე გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო და სოციალური უნარები;
წვლილი შეიტანოს თანამედროვე პოლიტიკის ანალიზისა და საზოგადოების წინაშე წამოჭრილი საზოგადოებრივი პრობლემატიკის გადაჭრის პროცესში და შესაბამისად, პოლიტიკის მეცნიერების დარგის განვითარებაში;
მოამზადოს კურსდამთავრებული პედაგოგიური მოღვაწეობისათვის, შესძინოს მას უნარები, გადასცეს ახალი ცოდნა დარგში და კვლევის სიახლეები ჩააშენოს სასწავლო პროცესში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა პოლიტიკის მეცნიერების ან სხვა მომიჯნავე (საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N65/ნ ბრძანების დანართი N2-ში განსაზღვრულ 01, 02, 03 და 04 ფართო სფეროების) სფეროებში;
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა/თსუ-ს მიერ ორგანიზებული წერილობითი გამოცდის ჩაბარება (წერითი გამოცდის წინაპირობა);
წერითი გამოცდა სპეციალობაში[1] (გასაუბრების წინაპირობა) - (სპეციალობის წერითი გამოცდა არის 100 ქულიანი და წარმოადგენს აპლიკანტის საბოლოო შეფასების 50 %-ს);
სადოქტორო - კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსის) წარმოდგენა;
გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორის სადოქტორო კვლევითი პროექტის – პროსპექტურის შესახებ), რომელიც არის 100 ქულიანი და წარმოადგენს აპლიკანტის საბოლოო შეფასების 50 %-ს.
ცოდნა და გაცნობიერება:
სისტემურად და კრიტიკულად აფასებს დარგში არსებულს უახლეს თეორიებსა და მიდგომებს და მათ ინტერდისციპლინურ ხასიათს;
არგუმენტირებულად აყალიბებს არსებული ცოდნის გაფართოების აუცილებლობის მნიშვნელობას, პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ცალკეული სუბ-დისციპლინების განვითარების პროცესში;
სიღმისეულად ავითარებს პოლიტიკის მეცნიერების სუბ-დისციპლინებში არსებულ ცოდნას ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.
უნარები
კრიტიკულად აანალიზებს და აფასებს პოლიტიკის მეცნიერების დარგში არსებულ დარგობრივ ლიტერატურასა და კომპლექსურ, წინააღმდეგობრივ იდეებს;
მკაფიოდ აყალიბებს პოლიტიკის მეცნიერების დარგში აქტუალურ საკვლევ საკითხებს, აორგანიზებს კვლევით სამუშაოებს, იძიებს და განმარტავს რაოდენობრივ და თვისებრივ მონაცემებს, ამზადებს კვლევის ანგარიშს და აგებს დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებულ ცოდნას;
ძირეულად აფასებს და აჯამებს პოლიტიკის მეცნიერების დარგში არსებულ დარგობრივ/აკადემიურ ნაშრომებს, მათ შორის ადგილობრივ და საერთაშორისო სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობისას;
ინოვაციური მიდგომების დემონსტრირების გზით გადასცემს ცოდნას სტუდენტებს და ფართო საზოგადოებას.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
პოლიტიკის მეცნიერების დარგის აქტუალურ საკვლევ საკითხზე დამოუკიდებლად, ავტონომიურობის მაღალი ხარისხით, აკადემიური და პროფესიული კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით, გეგმავს და ახორციელებს კვლევით პროექტებს;
აკადემიური/პროფესიული საქმიანობისას წარმოადგენს ორიგინალურ მეთოდებს/მიდგომებს და საკუთარი წვლილი შეაქვს პოლიტიკის მეცნიერების დარგის განვითარებაში.
დასაქმების სფეროები
საგანმანათლებლო დაწესებულებები;
საჯარო სექტორი (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები);
არასამთავრობო ორგანიზაციები;
საერთაშორისო ორგანიზაციები;
კვლევითი ცენტრები;
კერძო სექტორი.