სადოქტორო პროგრამის დასახელება: მასობრივი კომუნიკაცია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი
დადგენილების ნომერი №22335 (დანართი №1983)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე
სწავლების ენა: ქართულ
სწავლების ხანგრძლივობა: 6 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 30 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კომპონენტი 25 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კომპონენტი 5 ECTS კრედიტი
სადოქტორო პროგრამის მიზანია:
მოამზადოს მასობრივი კომუნიკაციის თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეცილისტი, რომელიც შეძლებს მეცნიერული, ინტერდისციპლინური მიდგომებით კვლევას, თანამედროვე მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით ახალი ცოდნის და მეცნიერული გამოცდილების შექმნას;
გამოუმუშაოს დოქტორანტებს თანამედროვე მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულებით კრიტიკული ხედვა, მედიასისტემების ანალიზისა და ჟურნალისტის პროფესიული უნარ-ჩვევები;
ხელი შეუწყოს დოქტორანტებს მასობრივი კომუნიკაციის თეორიული თუ პრაქტიკული ასპექტების მეცნიერული და ინტერდისციპლინური მიდგომებით, ღირებულებებზე დაფუძნებული კვლევების წარმოებასა და რეკომენდაციების შემუშავებაში;
მოამზადოს დოქტორანტები სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობისთვის, რათა მათ შეძლონ ჩაერთონ სწავლა-სწავლების პროცესში და ახალი ცოდნა გადასცენ როგორც საუნივერსიტეტო აუდიტორიას, ისე დაინტერესებულ პირებს.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მასობრივ კომუნიკაციაში, სოციალურ მეცნიერებებში ან სხვა სპეციალობაში;
უცხოური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (დამადასტურებელი სერთიფიკატის წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება (წერითი));
სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
სადოქტორო კვლევითი პროექტის გეგმის (პროსპექტუსი) წარმოდგენა;
გასაუბრება სპეციალობაში (მათ შორს სადოქტორო კვლევითი პროექტის - პროსპექტურის შესახებ).
სწავლის შედეგები:
ცოდნა და გაცნობიერება:
კურსდამთავრებული:
კრიტიკულად, სიღრმისეულად და კომპლექსურად, ინტერდისციპლინური რაკურსში აანალიზებს მასობრივი კომუნიკაციისა და მისი ცალკეული დისციპლინების ფარგლებში უახლეს თეორიებს, მედიის დარგში უახლეს მიღწევებზე დამყარებულ კონცეფციებს;
მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების ემპირიული შესწავლისა და ანალიზისას ეყრდნობა მედიის კვლევის უახლეს მეთოდებს;
განსაზღვრავს დარგში უახლესი მიღწევების როლს, ახალი ცოდნის შეძენისა და ინოვაციური კვლევის მეთოდების დაუფლების მნიშვნელობას.
უნარი
კურსდამთავრებულს შეუძლია:
დამოუკიდებლად დაგეგმოს და წარმართოს დარგთან დაკავშირებული ინოვაციური და საზოგადოდ, მეცნიერული და გამოყენებითი კვლევითი საქმიანობა;
შეარჩიოს საკვლევი სფეროს შესატყვისი სტრატეგია, კვლევის მეთოდი, დაამუშაოს მოპოვებული მონაცემები და შესაბამისად განმარტოს ისინი;
კრიტიკულად გაანალიზოს და შეაფასოს ახალი, რთული და წინააღმდეგობრი იდეები და მიდგომები, რითაც შეიმუშავებს/განავითარებს ახალ მეთოდოლოგიას, სწორად და ეფექტიანად გადაჭრის პრობლემას;
დაამყაროს პროფესიული კომუნიკაცია ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებასთან, სწავლისა და საქმიანობის, მათ შორის, კვლევის პროცესში;
შექმნას ახლებური მიდგომები მიღებული თეორიული ცოდნის განვითარებისა და პრაქტიკული გამოცდილების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე, მასობრივი კომუნიკაციის ორგანიზაციული კულტურის, მმართველობითი ურთიერთობისა და ეთიკის სფეროში.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
კურსდამთავრებული:
დამოუკიდებლად გეგმავს და ახორციელებს საკუთარ და სხვათა აკადემიურ და დარგობრივ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო ან კვლევით საქმიანობას;
იცავს პროფესიულ და კვლევის ეთიკას რესპონდენტებთან, თანამშრომლებთან და კოლაბორატორებთან;
ხელს უწყობს დარგში პროფესიული ღირებულებების დამკვიდრებასა და განმტკიცებას;
ხელს უწყობს მასობრივი კომუნიკაციის თეორიების, მოდელების, მასკომუნიკაციის ძირითადი ტენდენციების, კომუნიკაციის პროცესის კვლევის შედეგების ანალიზს; დარგში ისეთი ტიპის ახალი ცოდნის შექმნას, რომელსაც სამეცნიეროს გარდა, აქვს გამოყენებითი მნიშვნელობაც: შეაქვს წვლილი მასობრივი კომუნიკაციის სფეროში სხვადასხვა სახის სასწავლო კურსის/პროგრამის შექმნასა და აკადემიური საქმიანობის გაძლიერებაში.
დასაქმების სფეროები:
საგანმანათლებლო დაწესებულებები;
მასმედიის საშუალებები;
საჯარო სექტორი (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები) მედიის, სტრატეგიული კომუნიკაციების და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
არასამთავრობო ორგანიზაციები;
საერთაშორისო ორგანიზაციები;
მედიისა და კომუნიკაციის კვლევითი ცენტრები;
კერძო სექტორი.