სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: სოციოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: სოციოლოგიის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №151408 (დანართი №316)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
პროგრამის სავალდებულო სასწავლო კურსები - 85 ECTS კრედიტი (მათ შორის სამაგისტრო ნაშრომი 30 ECTS კრედიტი)
პროგრამის სავალდებულო არჩევითი კურსები 30 ECTS კრედიტი
თავისუფალი კურსები 5 ECTS კრედიტი
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მისაღები საგამოცდო და გასაუბრების შეფასების კრიტერიუმები
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, შესაბამისად:
სტუდენტს შესძინოს სოციოლოგიის დარგის უახლეს მიღწევებზე დაფუძნებული ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე სოციალურ-თეორიულ, ასევე, სოციოლოგიური კვლევის ემპირიულ მეთოდებთან დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებზე.
პროფესიული ეთიკის სტანდარტებით შეიარაღებული დამოუკიდებელი მკვლევრის ჩამოყალიბება, რომელიც სოციოლოგიურ კვლევას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან კავშირში განიხილავს.
ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
საერთო სამაგისტრო გამოცდა;
გამოცდა სპეციალობაში (სოციოლოგიაში) 60%;
გასაუბრება სპეციალობასა და უცხო ენაში (ინგლისური B2) 40%;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით.
სიღრმისეულად აღწერს თანამედროვე სოციოლოგიის ძირითად თეორიებს, კონცეფციებს, კვლევის უახლეს მიდგომებსა და ფუნდამენტურ პრინციპებს.
კრიტიკულად განმარტავს დარგობრივი სოციოლოგიებისა და სოციოკულტურული ტრანსფორმაციების გავლენას მსოფლიო საზოგადოების განვითარებაზე.
არგუმენტირებულად მსჯელობს იმ სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე, რომლებიც სოციალურ ინსტიტუტებისა და სტრუქტურების მეშვეობით მიმდინარეობს როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ სივრცეში.
კომპლექსურად იყენებს და განსაზღვრავს ემპირიული კვლევის სხვადასხვა მეთოდს სოციალური პრობლემებისა და თანამედროვე საზოგადოებისათვის აქტუალური საკითხების შესწავლისთვის.
სოციოლოგიური მონაცემების დამოუკიდებლად დამუშავებისა და გაანალიზების საფუძველზე აყალიბებს დასკვნებს შესასწავლი პრობლემის არსის, მისი გადაჭრის გზების შესახებ.
დამოუკიდებლად, ხარისხიანად და მაღალ დონეზე წარმართავს კომპლექსურ კვლევებს, როგორც უფროსი მკვლევარი თავად უძღვება კვლევითი პროექტის განხორციელებას მულტიკულტურულ და ინტერდისციპლინურ გარემოში ჯგუფში მუშაობის პრინციპების გათვალისწინებითა და არსებული ეთიკური და პროფესიული სტანდარტების დაცვით.
საკომუნიკაციო ტექნიკების გამოყენებით ეფექტურად წარმართავს კომუნიკაციას ქართულ და უცხო ენაზე (ინგლისური) შესაბამის აუდიტორიასთან (კვლევის ობიექტებთან-რესპონდენტებთან, ექსპერტებთან, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის წარმომადგენლებთან).
მოქმედებს პროფესიული ეთიკის პრინციპებით, იცავს კვლევის ობიექტის (ადამიანები, ჯგუფები) უფლებებს (პირველ რიგში, მათი კონფიდენციალურობა და ანონიმურობა) და აღიარებს კულტურულ მრავალფეროვნებასა და განსხვავებებს.
აკადემიური კეთილსინდისიერებს პრინციპების გათვალისწინებით ახდენს ახალი ცოდნისა და იდეების გენერირებას და აწვდის ობიექტურ რეკომენდაციებს იმ დაინტერესებულ ჯგუფებს („სტეიკჰოლდერებს), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სოციალურ ცვლილებებზე.
სოციოლოგიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია შრომითი საქმიანობის დაწყება ყველა იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც ზოგადი კვალიფიკაციის სოციოლოგს საჭიროებს. ასეთი კვალიფიკაცია კი პრინციპულად ყველა სფეროში არსებულ ორგანიზაციას შეიძლება დასჭირდეს.