საბაკალავრო პროგრამის დასახელება: საერთაშორისო ურთიერთობება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრი
დადგენილების ნომერი №45163 (დანართი №41)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ზურაბ დავითაშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო სასწავლო კურსები - 50 კრედიტი (ECTS)
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები - 120 კრედიტი (ECTS) (მათ შორის საბაკალავრო ნაშრომი 10 კრედიტი)
თავისუფალი სასწავლო კურსები - 10 კრედიტი (ECTS)
დამატებითი (minor) სპეციალობის ან სხვა სასწავლო კურსები - 60 კრედიტი (ECTS).
პროგრამის მიზანია სტუდენტმა:
შეიძინოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ცნებების და თეორიების, საერთაშორისო პოლიტიკის ფაქტორების, მექანიზმებისა და ინსტიტუტების შესახებ;
შეიძინოს ზოგადი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის, ევროპათმცოდნეობის, საერთაშორისო უსაფრთხოების და რეგიონული კვლევებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში;
შეისწავლოს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული ძირითადი ტენდენციები და მიდგომები, მათ შორის, საერთაშორისო ურთიერთობების თეორიაში არსებული უახლესი მიმდინარეობები;
მიიღოს კომპლექსური ცოდნა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, გლობალური და რეგიონალური პროცესების შესახებ;
მოახდინოს თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში არსებული ძირეული პრობლემების გააზრება და განზოგადება. ასევე ამ პრობლემებისადმი თეორიული ცოდნის მისადაგება;
მიიღოს საფუძვლიანი დარგობრივი ცოდნა, რომელიც მას შესაბამის სფეროში დამოუკიდებელი ორიენტაციის, კვლევის, საკითხის დასმის, მოსაზრებების ორიგინალური განვითარებისა და პრაქტიკული გამოყენების საშუალებას მისცემს;
შეისწავლოს ინგლისური და მეორე უცხოური ენა;
შეიძინოს საბაკალავრო სწავლების დონისათვის გათვალისწინებული კვლევითი და ანალიტიკური უნარ–ჩვევები, რომელთა გამოყენებითაც შეძლებს, მათ შორის, საბაკალავრო ნაშრომის შესრულებას.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით;
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ცოდნა და გაცნობიერება
კურსდამთავრებული ჩამოთვლის და განმარტავს საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ცნებებს და თეორიებს;
დეტალურად აღწერს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის, ევროპათმცოდნეობის, საერთაშორისო უსაფრთხოების და რეგიონული კვლევების სფეროების ძირითადი საფუძვლებს;
ასახელებს და განმარტავს ყველა იმ ფაქტორს, რომელიც ზემოქმედებს საერთაშორისო ურთიერთობების პროცესზე და ინსტიტუტებზე;
შეძენილი ცოდნის საფუძველზე აღწერს სახელმწიფოს პოლიტიკას საერთაშორისო ურთიერთობათა კონტექსტში და განმარტავს გლობალიზაციის, რეგიონალიზაციისა და ინტეგრაციის როლს მნიშვნელობას თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში.
უნარი
კურსდამთავრებული არჩევს და იყენებს სათანადო მეთოდებს მცირე მაშტაბიანი პროექტების დაგეგმვის და განხორციელების მიზნით;
აკვირდება და აფასებს საერთაშორისო პროცესში წარმოქნილ სიტუაციასა და ვითარებას;
მოიპოვებს და აანალიზებს სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციას, შემდგომ ახდენს სინთეზს;
შერჩეული კვლევის მეთოდოლოგიისა და დიზაინის გამოყენებით, აგროვებს, აორგანიზებს და ხსნის ძირითად პრობლემებს;
გარკვეული რჩევების საფუძველზე შეიმუშავებს პოზიციას და აყალიბებს საკუთარ არგუმენტირებულ თვალსაზრისს;
აყალიბებს იდეებს, მათი გადაჭრის გზებს წერილობითი ანგარიშის ფორმით და წარადგენს დარგის სპეციალისტების წინაშე მშობლიურ ან უცხოურ (პირველ რიგში ინგლისურ) ენაზე.
პასუხისმგებლობა და ავტონომიურობა
სტუდენტი:
მითითების შესაბამისად, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ამზადებს აკადემიური დარგის შესაბამის პრაქტიკულ და კვლევით ნაშრომებს;
ასახელებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს;
გეგმავს სამომავლო პროფესიულ საქმიანობას სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით.
საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრს შეუძლია დასაქმდეს სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებში;
ანალიტიკურ და სტრატეგიული კვლევის ცენტრებში; მასობრივი მედიის საშუალებებში; დიპლომატიურ სამსახურებში საკუთარი კომპენტეციის ფარგლებში.