
საბაკალავრო პროგრამის დასახელება: პოლიტიკის მეცნიერება
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრი
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე, პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 8 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 240 კრედიტი
საფაკულტეტო სავალდებულო კურსები 50 ECTS კრედიტი
ძირითადი სპეციალობის სასწავლო კურსები 120 ECTS კრედიტი
თავისუფალი კრედიტები 10 ECTS კრედიტი
დამატებითი პროგრამა (Minor) ან სხვა სასწავლო კომპონენტი 60 ECTS კრედიტი

პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულებს:
მისცეს მრავალმხრივი და თეორიული ცოდნა პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ცალკეული სუბ-დისციპლინების (პოლიტიკური თეორია, შედარებითი და საჯარო პოლიტიკა, მსოფლიო პოლიტიკა, პოლიტიკური კომუნიკაცია და მეთოდოლოგია) შესახებ;
ჩამოუყალიბოს ისტორიული და თანამედროვე პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების ანალიზის უნარი;
გამოუმუშაოს დარგობრივი საქმიანობის უნარი ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით;
ჩამოუყალიბოს საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პროცესში ინდივიდუალური ხედვა.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის/ატესტატის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე საქართველოს მოქალაქეს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება/ჩარიცხვა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
მობილობის წესით ჩარიცხვა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სავალდებულო პროცედურებისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესების დაცვით;
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა, ან გადმოყვანის წესით ჩარიცხვა უცხო ქვეყნის აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე.

აღწერს პოლიტიკის მეცნიერებისა და მისი ძირითადი სუბ-დისციპლინების შესწავლის ობიექტებსა და განვითარების დინამიკას;
ადარებს და აპირისპირებს პოლიტიკის მეცნიერების ძირითად ცნებებს, თეორიებსა და მოდელებს;
გამოკვეთს პოლიტიკის მეცნიერების თეორიის ძირითად იდეებსა და პრობლემატიკას;
პოლიტიკის მეცნიერებაში შერჩეული კვლევის მეთოდოლოგიისა და დიზაინის გამოყენებით, აგროვებს, აორგანიზებს და ხსნის მეორეულ ინფორმაციას;
აანალიზებს საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკური სისტემების განვითარების კანონზომიერებებსა და პოლიტიკური იდეოლოგიების მახასიათებლებს;
უკავშირებს პოლიტიკური მოძღვრებების ისტორიის საკითხებს თანამედროვე საჯარო პოლიტიკური პროცესის გამოწვევებს;
პოლიტიკური პროცესებისა და მოვლენების განხილვისას, ამოიცნობს პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებებს;
მითითების შესაბამისად, აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ამზადებს აკადემიური დარგის შესაბამის პრაქტიკულ და კვლევით ნაშრომებს;
ასახელებს პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის ალტერნატიულ გზებს;
გეგმავს სამომავლო პროფესიულ საქმიანობას სწავლის გაგრძელებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით.

- საჯარო სექტორი (როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი დონის დაწესებულებები);
- კერძო სექტორი;
- არასამთავრობო ორგანიზაციები;
- საერთაშორისო ორგანიზაციები;
- კვლევითი ცენტრები;
- პოლიტიკური პარტიები.