თსუ-ს ინსტიტუციური პარტნიორების, უნივერსიტეტების და კვლევითი ცენტრების რიცხვი 54 ქვეყანაში 300-მდე აღწევს;
ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის ფარგლებში /ICM/, 2015-2023 წლებში, თსუ-ს მონაწილეობით დაფინანსდა 500-ზე მეტი პროექტი, მათ შორის, 2022-2023წწ - 165 პროექტი ევროპის 26 ქვეყნის120-ზე მეტ უნივერსიტეტთან.
თსუ ლიდერია როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე საქართველოში 2015-2023 წლებში იმ სტუდენტებისა და პერსონალის რაოდენობით, რომლებმაც ევროპის უნივერსიტეტებში ისწავლეს და აიმაღლეს კვალიფიკაცია. ამ პერიოდში 3.500-ზე მეტი მობილობა განხორციელდა როგორც თსუ-ს, ისე პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ.
აზიაში თსუ თანამშრომლობს 10 ქვეყნის 26 უნივერსიტეტთან; თსუ ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას Asia Science Camp-ში, აზიის სხვადასხვა ქვეყანაში (იაპონია, სინგაპური, ისრაელი, ტაილანდი, მალაიზია, ინდონეზია და ა.შ.).
უნივერსიტეტში მოქმედებს 24 უცხოენოვანი პროგრამა - საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და ერთსაფეხურიანი, მათ შორის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საჯარო მმართველობის და ქიმიის, ABET აკრედიტებული ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები.
თსუ-ში სწავლობს 900 უცხოეთის მოქალაქე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, მათ შორის, 150-ზე მეტი საერთაშორისო სტუდენტი ყოველწლიურად ერაზმუს+ საერთაშორისო მობილობის და ორმხრივი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში.