ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი N1 უნივერსიტეტია რეგიონში:
- U.S.News&World Report-ის 2022-2023 წლის რანჟირებაში (Best Global University Ranking) თსუ 776-ე ადგილს იკავებს.
- თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (Times Higher Education World University Rankings) თსუ 1501+ პოზიციას იკავებს.
- თსუ QS World University Rankings-ის რანჟირებაში # 601-650 პოზიციაზეა. QS EECA University Rankings 2022 წლის რეგიონულ რანჟირებაში თსუ 118-ე ადგილს იკავებს.
- Round University Ranking 2022 წლის რანჟირებაში თსუ 763-ე პოზიციაზეა; Shanghai Academic Ranking of the World Universities ( ფიზიკის მიმართულება) 2022 წლის რანჟირებაში 201-300 პოზიციას იკავებს.
- Webometrics-ის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 4%-ში (1467-ე ადგილი მსოფლიოს 35 038 უნივერსიტეტს შორის), ხოლო ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტების 9%-ში (560-ე ადგილი ევროპის 6 036 უნივერსიტეტს შორის) შევიდა, კავკასიის რეგიონში კი პირველ ადგილს იკავებს.