საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ სტუდენტები ფინალური გამოცდების ჩაბარებას თბილისის გარდა კიდევ  ორ ქალაქში შეძლებენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს, ფინალური გამოცდები კი თბილისის გარდა დამატებით საგამოცდო ცენტრებში - ქუთაისსა და ახალციხეში გაიმართება.    
 

თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით, თსუ-ის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ფინალური გამოცდებისთვის სტუდენტებს, თბილისთან ერთად, გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით, დამატებით ორი ალტერნატიული ადგილი შესთავაზა - ქუთაისი და ახალციხე, რათა გაუმარტივდეს სტუდენტს გამოცდაზე გამოცხადება: „ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრებში სტუდენტების რეგისტრაცია 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და იგი დღეს სრულდება. რეგისტრაციის შედეგად, ქუთაისისა და ახალციხის საგამოცდო ცენტრებში გამოცდის  ჩაბარების სურვილი მხოლოდ 115-მა სტუდენტმა გამოთქვა.“ მისი თქმით, სასწავლო პროცესი თსუ-ში მიმდინარეობს ჰიბრიდული ფორმატით, რაც იმას გულისხმობს, რომ კონკრეტულ პროგრამებზე არის  როგორც ონლაინ, ასევე სააუდიტორიო სწავლება. თსუ-ში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს. ამ ეტაპზე თსუ-ში სასწავლო პროცესი გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში.

თარიღი: 30/05/2022