საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

XII საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 16-17 ივნისს  XII საერთაშორისო სტუდენტური  კონფერენცია გაიმართა, რომელიც ტრადიციულად ხორციელდება ჰუმანიტარული და კულტურულ- საგანმანათლებლო მიმართულების პროექტის “ურთიერთობათა და კონფლიქტების  დარეგულირებისათვის“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე. 

 

  კონფერენციის მიზანი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა  ურთიერთთანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება იყო. 

 

კონფერენცია  მრავალპროფილიანი იყო, მუშაობდა 12 სხვადასხვა სექცია: ჰუმანიტარული (ლიტერატურათმცოდნეობა, მედიევისტიკა, ენის ისტორია, ევროპისმცოდნეობა, კულტუროლოგია, ფოლკლორი ეთნოლოგია, ისტორია, სკანდინავისტიკა), სოციალური (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა,  ფილოსოფია ანთროპოლოგია), განათლების, სოციალური, კონფლიქტოლოგიის,    პოლიტოლოგიის, სამართლისმცოდნეობის, ზუსტი, ეკონომიკის და სხვა სამეცნიერო მიმართულებებით.          

                                     

  კონფერენციის პროგრამაში ჩართული იყი სამივე სასწავლო საფეხურის სტუდენტთა 97 სამეცნიერო მოხსენება. საქართველოსა და საზღვარგარეთის 23 უმაღლესი სასწავლებლიდან.         

       

შერჩეული წარმოდგენილი მასალების ბაზაზე მომზადდება და დაიბეჭდება სტუდენტური სამეცნიერო შრომების "მერმისის" ახალი XII კრებული.    

 

 როგორც კონფერენციის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა პროფესორმა თამარ პაიჭაძემ  განაცხადა: „ჩვენი პროექტი- „ურთიერთობათა და კონფლიქტების დარეგულირებისათვის“  და შესაბამისად დღევანდელი კონფერენცია კვლავ ერთგული რჩება იმ მთავარი სამუშაო იდეისა და პრინციპებისა, რასაც აკადემიურობა, ინტეგრაცია, და სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო ინსტიტუტების მკვლევრებთან და სტუდენტებთან ურთიერთობა ჰქვია“.

                                             

                                                                                                       

თარიღი: 17/06/2023