საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ანა ლუჰრმანის ვიზიტი თსუ-ში

3 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ჟან მონეს პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრს, ანა ლუჰრმანს უმასპინძლა. ანა ლუჰრმანი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და სემინარის ფარგლებში სტუდენტებთან ერთად ევროკავშირის გაფართოების საკითხები, შესაძლებლობები და გამოწვევები განიხილა. მოკლე შესავალი სიტყვის შემდეგ, შეხვედრა ინტერაქციულ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები და გამოეხატათ თავიანთი მოსაზრებები. შეხვედრა საკმაოდ ინფორმაციული და დინამიკური იყო.

თარიღი: 03/10/2023