საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იწყებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციისთვის “კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე”, რომელიც ჩატარდება თბილისში 2023 წლის 20-23 სექტემბერს. კონფერენცია დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ და ის აგრძელებს იენისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების ერთობლივი კონფერენციების ტრადიციას. 

 

საკონფერენციო განაცხადი შეიძლება შეეხებოდეს კავკასიის აღქმის ისტორიულ, ლიტერატურულ, კულტურულ და ზოგადად ანთროპოლოგიურ ასპექტებს მითოლოგიაში, ეპიგრაფიკულ და ისტორიოგრაფიულ წყაროებში, სხვადასხვა ლიტერატურულ ჟანრში ანტიკურობიდან დღემდე. 

 

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ როგორც გამოცდილ, ისე ახალგაზრდა მკვლევრებსა და დოქტორანტებს. 

 

კონფერენციის სამუშაო ენებია ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ახალი ბერძნული და ქართული. შესაძლებელია მოხსენების წარმოდგენა ლათინურ ენაზეც.  

 

კონფერენციის სარეგისტრაციო განაცხადი: 100 ლარი (სტუდენტებისთვის: 50 ლარი).  

 

თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა ნახევარი საათი (მოხსენება - 20 წთ., დისკუსია - 10 წთ.). მოხსენების თეზისები (300-600 სიტყვა) წარმოდგენილი უნდა იყოს კონფერენციის ერთ-ერთ სამუშაო ენაზე. ქართულენოვან თეზისებს თან უნდა ახლდეს თარგმანი კონფერენციის ერთ-ერთ ევროპულ ენაზე. კონფერენციის თეზისები დაიბეჭდება კრებულის სახით და განთავსდება თსუ-ს ბიბლიოთეკის რეპოზიტორიუმში, რათა მოხვდეს Google Scholar-ის ინდექსების ბაზაში.

 

გთხოვთ, მოხსენების თეზისები (არა უმეტეს 300-600 სიტყვისა) 2023 წლის 1 მარტიდან 30 აპრილამდე გაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge.

ეზისებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია მომხსენებლის შესახებ: 

  • სახელი და გვარი;
  • დაწესებულება და თანამდებობა;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი და ელფოსტა);
  • მოხსენების ენა. 

 

კონფერენციის პროგრამა მომზადდება 2023 წლის 31 მაისამდე. კონფერენციის მასალები ფარული რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დაიბეჭდება საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „ფაზისში“ - Phasis. Greek and Roman Studies, Institute of Cassical, Byzantine and Modern Greek Studies, Ivane Javakhishvili Tbilisi State University (ინდექსირებულია ERIH PLUS-ში).

 

შეკითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელფოსტაზე: greekstudies@tsu.ge 

თარიღი: 13/02/2023