საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

II საერთაშორისო ინტერდისციპლინური ონლაინ კონფერენცია “საქართველო და მსოფლიო"

 

2023 წლის 26 მაისს ამერიკული უმაღლესი სკოლა/ევროპული სკოლა კოგნიასთან (International Education Services, აშშ) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ატარებს II საერთაშორისო ინტერდისციპლინურ ონლაინ კონფერენციას “საქართველო და მსოფლიო (კულტურათაშორისი ურთიერთობები)“.

 

საქართველო, რომელიც აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდებარეობს, უძველესი დროიდან მუდმივად ღიაა კულტურათაშორისი ურთიერთობებისათვის. ისტორიულად საქართველოზე სხვადასხვა ცივილიზაციამ მოახდინა გავლენა და თავის მხრივ, ქართულმა კულტურამაც მეზობელ და შედარებით შორეულ ხალხებზეც მოახდინა კულტურული ზეგავლენა.

კონფერენციის მიზანია ერთ სივრცეში თავი მოუყაროს მოსწავლეებს, სტუდენტებს, მასწავლებლებსა და პროფესორებს კონფერენციის თემაზე არსებული გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გასაზიარებლად. კონფერენციის ორგანიზატორები მიზნად ისახავენ გააძლიერონ ურთიერთობა და კავშირები არა მხოლოდ საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, არამედ – სკოლასა და უნივერსიტეტს შორის, რათა ხელი შეუწყონ მოსწავლეებისა და სტუდენტების კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას.

 

კონფერენციის სამუშაო თემებია:

კულტურული ურთიერთგაცვლა

ისტორიული პერსპექტივები

სოციალური და პოლიტიკური ასპექტები

საგანმანათლებლო, სამეცნიერო ურთიერთობები და თანამშრომლობა

 სამუშაო ენა: ინგლისური

 

სამეცნიერო კომიტეტი:

ირმა ბარბაქაძე (პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი)

ტერეზა ატვა (ვიცე-პრეზიდენტი; კოგნია)

ნანა ტონია (ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი)

მიხეილ ბარნოვი (ისტორიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელი)

ანი ბოჭორიშვილი (ფილოლოგიის დოქტორი, ამერიკული უმაღლესი სკოლის მასწავლებელი)

ნათია ფიფია (ისტორიის დოქტორი, თსუ ასისტენტ-პროფესორი, ევროპული სკოლის  მასწავლებელი)

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

სოფიო ბაზაძე (ევროპული სკოლის დირექტორი)

ნათია თევზაძე  (ამერიკული უმაღლესი სკოლის დეკანი/ევროპული სკოლა)

მარია ოჯედა (კოგნიას უფროსი ვიცე -პრეზიდენტი)

მარიამ ხატიაშვილი (ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეთა საზოგადოებრივი ჩართულობის კოორდინატორი)

ეკატერინე კობახიძე (თსუ ასოცირებული პროფესორი; ამერიკული უმაღლესი სკოლის  მასწავლებელი)

 მოწვეული სპიკერები:

კემ ჰუსაინი (გლობალური სტრატეგიის და განვითარების ვიცე-პრეზიდენტი; კოგნია)

ანეტ ბოლინგი (საერთაშორისო აკრედიტაციის უფროსი ექსპერტი; კოგნია)

შერიფ ელ ტავილი (ადმინისტრაციის უფროსი; კოგნია)

ლუდვიგ (ლუდი) ვან ბროკჰოიზენი ( მსოფლიო ელჩი, კოგნია)

ანა ჩიქოვანი (ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

ინფორმაცია მოსწავლეებისთვის/სტუდენტებისთვის:

მოსწავლეებმა/სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური, ხელმძღვანელის სრული სახელი და მეილი, მოხსენების აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (მაქს. 200 სიტყვა) 15 წუთიანი პრეზენტაციისთვის. მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის/პროფესორებისთვის:

მასწავლებლებმა/პროფესორებმა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სათაური, სრული სახელი და გვარი, მეილი, სამუშაო ადგილის დასახელება, თანამდებობა, მოხსენების აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე (მაქს. 300 სიტყვა) 20 წუთიანი პრეზენტაციისთვის. მასალების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.

აბსტრაქტები უნდა გამოიგზავნოს მეილზე: conference@americanhighschool.ge

აბსტრაქტები გაივლიან ანონიმურ რეცენზირებას და მონაწილეებს არაუგვიანეს 2022 წლის 15 აპრილისა ეცნობებათ გადაწყვეტილება კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ. კონფერენციის პროგრამა და შერჩეული აბსტრაქტები გამოქვეყნდება.

 

მთავარი თარიღები:

კონფერენციის გამოცხადება:  19 დეკემბერი, 2022

აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადა: 15 მარტი, 2023

კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ შეტყობინება: 15 აპრილი, 2023

კონფერენციის გახსნა: 26 მაისი, 2023.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

თარიღი: 18/01/2023