საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VIII მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები გადავადდა და ახალ თარიღად, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მ.შ. ბრძანებით, 2021 წლის 14 ნოემბერი განისაზღვრა (შესაბამისი სამართლებრივი საკითხების გათვალისწინებით).
 

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 12 ოქტომბერს იყო დაგეგმილი, რაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფის მიერ გასაჩივრდა. სარჩელის განხილვის დასრულებამდე თბილისის საქალაქო სასამართლომ არჩევნების თარიღის გადავადება მოითხოვა.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მ.შ. ბრძანება.

 

 

 

თარიღი: 08/11/2021