საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბელგიის სააკრედიტაციო სააგენტოს EFMD წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

24 ნოემბერს “ერაზმუს+”-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება საქართველოს უნივერსიტეტებში (SQUARE)“ ფარგლებში, ბელგიის სააკრედიტაციო სააგენტოს EFMD წარმომადგენლები - დოქტორ კრისტოფ ტერასი და ჟან-ბაპტისტ მაილარდი ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები უნივერსიტეტის რექტორთან და პროექტის სამუშაო ჯგუფთან. შეხვედრების ფარგლებში უცხოელმა პარტნიორებმა განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროექტები და აქტივობები, რაც ემსახურება უნივერსიტეტის მიერ საზოგადოების განვითარებაში წვლილის შეტანას, ასევე მესამე მისიის ფარგლებში უნივერსიტეტის საქმიანობის გაძლიერების ხედვა და პროექტის სამომავლო განვითარების გეგმა. ამჟამად, პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს მესამე მისიის აქტივობების რუკის სრულყოფა და მესამე მისიის აქტივობების შემაჯამებელ ანგარიშზე მუშაობა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მესამე მისიის ფარგლებში ამჟამად 74 მიმდინარე აქტივობაა.

პროექტი SQUARE წარმოადგენს ნაციონალურ პროექტს, რომლის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში ქართული უნივერსიტეტები საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შექმნიან მეთოდოლოგიას და გზამკვლევებს მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და შეიმუშევებენ მესამე მისიის სტრატეგიას. განათლებისა და  მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი პროექტის უმნიშვნელოვანესი პარტნიორები არიან. მათი მხარდაჭერითა და უშუალო ჩართულობით, მესამე მისიის როლი და მნიშვნელობა განისაზღვრება კანონმდებლობით, ასევე მოხდება მესამე მისიის აქტივობების შეფასების ინდიკატორების უფრო მკაფიოდ განსაზღვრა ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებში. პროექტის მონაწილე ყველა ქართული უნივერსიტეტი ამჟამად თავის ევროპელ მენტორთან ერთად აქტიურად მუშაობს მესამე მისიის აქტივობების რუკისა და შესაბამისი აღწერილობის სრულყოფაზე.

თარიღი: 26/11/2021