ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის და ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრის (ჰაბის) ორგანიზებით პანელური სესია - "1921 წლის კონსტიტუცია - საქართველოს ევროპული არჩევანი" გაიმართა. ღონისძიების სტუმრებს ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფრანგიშვილი მიესალმა.
პანელურ სესიაზე მოხსენებები წაიკითხეს: თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა სალომე დუნდუამ, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა მალხაზ მაცაბერიძემ; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა დავით სართანიამ.