საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჯაბა სამუშაიმ საერთაშორისო კონფერენციაში „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ მიიღო მონაწილეობა

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო კონფერენციაში „განათლება და მეცნიერება ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“ მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების  მიზანია განათლებაზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციურ განვითარებაზე ხელოვნური ინტელექტის გავლენის განხილვა.

 

 კონფერენციაზე თსუ რექტორმა ისაუბრა უნივერსიტეტების როლზე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და იმ შესაძლებლობებზე, რასაც აკადემიურ სივრცეში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია იძლევა. რექტორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიაზე, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის რამდენიმე დღეში გახდება  ცნობილი. „ხელოვნური ინტელექტი არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური გამოწვევა – ეს არის შესაძლებლობა, რომელიც უნივერსიტეტებს აძლევს შანსს, განათლებისა და კვლევის ახალი სტანდარტები ჩამოაყალიბონ. ეს კონფერენცია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობას მეცნიერებისა და განათლების სფეროში და საქართველოს უნივერსიტეტების მზაობას ჩაერთონ გლობალურ პროცესებში,“ – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქართველი და უცხოელი მეცნიერები, ექსპერტები, ასევე განათლებისა და მეცნიერების პოლიტიკის შემმუშავებლები. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით იმართება.

თარიღი: 02/10/2025