საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ვასილ გონაშვილის წიგნის „ნორმატიული აქტის მომზადების გზამკვლევი“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

პრეზენტაციაზე თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, აღნიშნა, რომ პროფესორ ვასილ გონაშვილის ნაშრომი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც სამართლის თეორიის, ისე პრაქტიკული საქმიანობისათვის:,, მისი წიგნი უკვე გახდა სამაგიდო ნაშრომი. სტუდენტებს მინდა მივმართო – ეს წიგნი აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ბიბლიოთეკაში. ვასილ გონაშვილს კი მინდა მადლობა გადავუხადო ასეთი საინტერესო და საჭირო ნაშრომის შექმნისთვის,“ – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

წიგნი ეძღვნება სამართლებრივი რეგულაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას – ნორმატიული აქტის შექმნის პროცესს. მასში დეტალურად არის განხილული ნორმატიული აქტის მომზადების ყველა ეტაპი:

 

• ნორმატიულ აქტზე მუშაობის დაწყებიდან კანონშემოქმედებითი ინიციატივის კვლევამდე;

• პროექტის შექმნისა და სამართლებრივი წერის ტექნიკიდან ფორმულირებების ჩამოყალიბებამდე;

• სამართლებრივი ენისა და ტერმინოლოგიის ზუსტი გამოყენების მნიშვნელობამდე.

ნაშრომი წარმოადგენს პრაქტიკულ გზამკვლევს იურისტებისთვის, კანონმდებლობის  მომწესრიგებელ ორგანოებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე სამართლის სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის, რომლებიც ინტერესდებიან კანონშემოქმედებითი პროცესის მეცნიერებითა და პრაქტიკული მხარეებით.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები, მკვლევრები და სამართლის სფეროს სპეციალისტები.

თარიღი: 17/10/2025