საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და აფხაზეთის ა/რ მთავრობას შორის

აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები  სტუდენტების დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.


 მემორანდუმს ხელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა ნანა გაბელიამ მოაწერეს.
 თსუ რექტორის ინფორმაციით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უკვე ამზადებს აფხაზეთში მცხოვრები უფროსკლასელი მოსწავლეებისთვის აბიტურიენტთა ონლაინ მოსამზადებელ კურსს. 

 

თარიღი: 20/04/2023