ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიკოსების გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
მომხსენებლები გახლდნენ:
ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, "ვასილ აბაევი და ქართული საზოგადოება".
ავთანდილ არაბული, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, "ვასილ აბაევი და მისი ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი",
ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აკადემიკოსი, "ორი დიდი ენათმეცნიერის თანამშრომლობის ისტორიიდან: გიორგი ახვლედიანი, იანის ენძელინსი".
თინათინ ბოლქვაძე, თსუ პროფესორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, "ენათმეცნიერების შესავლის პირველი ქართული სახელმძღვანელო".
ღონისძიებას მეცნიერები, სტუდენტები, ქართულ-ოსური საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.