24 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა:
ა) იურიდიული ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 2 წევრი (1 წევრი- 4 წლის ვადით; 1 წევრი 3 წლის ვადით - 2025 წლის 11 ოქტომბრამდე);
გ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1 წევრი (4 წლის ვადით);
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი -2 წევრი (4 წლის ვადით);
ზ) მედიცინის ფაკულტეტი - 2 წევრი (4 წლის ვადით);
თ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - 1 წევრი (2024 წლის 2 ივლისამდე).
აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა 2022 წლის 12 ოქტომბერს 18:00 საათზე.
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებისათვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1. მიხეილ ბახტაძე
2. ნიკოლოზ ჯავახიშვილი
3. რამაზ ქურდაძე
4. ცირა ბარამიძე
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი:
1. ალექსანდრე შენგელაია
2. მიხეილ ამაღლობელი
3. ომარი ფურთუხია
4. ცისანა გავაშელი
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
მარი წერეთელი
იურიდიული ფაკულტეტი:
ვასილ გონაშვილი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:
თემურ შენგელია
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი:
ზაქარია ქიტიაშვილი
მედიცინის ფაკულტეტი:
1. ალექსანდრე ცისკარიძე
2. ნინო შარაშიძე
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი:
ნინო სადრაძე
კენჭისყრა ჩატარდა 24 ოქტომბერს 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე შემდეგ საარჩევნო უბნებზე :
იურიდიული ფაკულტეტი - თსუ II კორპუსი, ოთახი N124;
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ XI კორპუსი, ოთახი N331;
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ III კორპუსი, ოთახი N203;
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - თსუ X კორპუსი (მაღლივი), ოთახი N206;
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ VI კორპუსი, ოთახი N208;
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - თსუ I კორპუსი, ოთახი N211;
მედიცინის ფაკულტეტი - თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, ბელიაშვილის ქ. N78, მე-3 სართული, ოთახი N329;
დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეული - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი - მინდელის ქ.11, მე-4 სართული, ოთახი N404.
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი1
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 2
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 3
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 4
საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი 5